in

ანუსკა ჰემპელი – 81 წლის ინტერიერის დიზაინერი, რომელმაც კარიერა მსახიობობით დაიწყო

ანუსკა ჰემპელი ინტერიერის დიზაინერია, რომელსაც თავდაპირველად სამსახიობო კარიერის შექმნა სურდა, თუმცა კინემატოგრაფია მიატოვა და დიზაინერობა გადაწყვიტა. ჰემპელი წარმოშობით ახალი ზელანდიიდანაა, თუმცა მისი ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი.

81 წლის დიზაინერი დღემდე არ წყვეტს მუშაობას და კმაყოფილი დამკვეთების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. დიზაინერს გერმანული წარმოშობა აქვს, თუმცა მისი ოჯახი წლების განმავლობაში ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა და ანუსკამაც სწორედ აქ მიიღო შესაბამისი განათლება.

1962 წელს ჰემპელი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც პირველად გამოჩნდა ეკრანზე. დიზაინერმა მონაწილეობა მიიღო ფილმში The kiss of Vampire, თუმცა სამსახიობო კარიერაზე უარი დაახლოებით 10 წლის შემდეგ განაცხადა.

ამჟამად ჰემპელი სახლისა და ბაღის ინტერიერის დიზაინზე მუშაობს და გამოირჩევა მისი ერთგულებით მდიდარი და ვინტაჟური სტილის მიმართ. ჰემპელის სტილი არის უფრო მეტად მუქი, გლამურული და ელეგანტური დეტალები, რომლებიც იდეალურადაა დაბალანსებული და ქაოსის ეფექტს არ ქმნის.

თავად დიზაინერის საცხოვრებელ სახლში შეხვდებით XVII საუკუნის ჩინურ პორტრეტებს, ანტიკვარულ ნივთებსა და დეკორაციებს, ასევე ხალიჩებს, რომლებიც ხელით არის ნაქარგი და თავდაპირველად ინდოელ ვაჭრებს ეკუთვნოდა.

ჰემპელის შემოქმედება ბევრ მნიშვნელოვან პროექტს მოიცავს, თუმცა რამდენიმე მათგანით ის ყველაზე მეტად ამაყობს. მათ შორისაა იახტა, რომელიც Beluga One-ს სახელითაა ცნობილი, ჰენრი კოტონის სახლის კიბის დიზაინი, Cole Park-ის ლანდშაფტის დიზაინი ამერიკაში და სხვა.

11 ოქტომბერს „არქიტექტურული პრემია 2023“-ის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა

რა არის ხის ზეთი და როგორ გვეხმარება ის ავეჯისა და იატაკის წმენდაში