in

როგორ გავზომოთ ოთახში შპალერის საჭირო რაოდენობა მარტივად?

IPS
IPS

ოთახში შპალერის გაკვრის დროს ერთ-ერთი მთავარი საკითხი შპალერის გრაგნილების რაოდენობის განსაზღვრაა, რათა არ დაგაკლდეთ ან პირიქით – საჭიროზე მეტი არ შეიძინოთ. იმისთვის რომ სახლში შპალერის საჭირო რაოდენობა განსაზღვროთ, რამდენიმე პარამეტრის ცოდნაა საჭირო.

იმისთვის რომ დრო და თანხები დაზოგოთ, შპალერის შეძენამდე ზუსტად გამოთვალეთ საჭირო რაოდენობა. შპალერის საჭირო რაოდენობის გამოთვლის მარტივი გზა არსებობს.

შპალერის რაოდენობის განსაზღვრისთვის აუცილებელია რომ იცოდეთ ოთახის სიგრძე, სიგანე და ჭერის სიმაღლე, რათა განსაზღვროთ მისი საერთო ფართობი.

ამის შემდეგ, თქვენ უნდა გაყოთ ოთახის ფართობი შპალერის ერთი გრაგნილის ფართობზე. ეს მარტივი გზა გამოიყენება მაშინ, როდესაც ზუსტად იცით თქვენი ოთახის პარამეტრები.

თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ოთახში კარებისა და ფანჯრების რაოდენობა, რადგან ამ ნაწილში შპალერის გაკვრა არ ხდება და გრაგნილებიდან შპალერის ზედმეტი რაოდენობა აუცილებლად დაგრჩებათ.

ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ ფართობის მიხედვით განსაზღვრულ რაოდენობას კარისა და ფანჯრების ზომები გამოაკლოთ და შპალერის ნაკლები რაოდენობა შეიძინოთ, თუმცა ამ შემთხვევაში უმჯობესია მორჩენილი შპალერი შეინახოთ ან სახლის სხვა ნაწილში გამოიყენოთ.

ამას გარდა, თქვენ არ ხართ დაზღვეულები გრაგნილის დაზიანებისა და გახევისგან, სწორედ ამიტომ, ექსპერტები გირჩევენ შპალერის მორჩენილი რაოდენობა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გადაინახოთ.

გაითვალისწინეთ რომ სტანდარტული შპალერის თითო გრაგნილი დაახლოებით კედლის სიგრძის 3,18 სანტიმეტრს ფარავს იმ შემთხვევაში, თუ ჭერის სიმაღლე 3 მეტრს არ აღემატება.

რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ პრემიუმ-ხარისხის ორთქლის უთოს შეძენისას?

საფეხბურთო კლუბის სიყვარულით შთაგონებული ინტერიერი ლისის ტბის მიმდებარედ — შორენა თაყაიშვილის ნამუშევარი