ღვინის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ საუკეთესო თვისებების, მათ შორის გემოსა და სუნის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ღვინის შესაბამის გარემოში შენახვა და მისი ყველა საჭირო პირობით უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, ღვინო ძირითადად მარანში ან სპეციალურ მუხის კასრებში ინახება, თუმცა მათთვის, ვისაც ღვინის კოლექციის განთავსება სახლში სურს, ღვინის ჩასაშენებელი მაცივრები არსებობს, რომლებიც გარკვეული ტემპერატურის ხარჯზე ინარჩუნებენ სასმლის გემოსა და სხვა თვისებებს.
პრემიუმ-ხარისხის ღვინის ჩასაშენებელი მაცივრის შეძენა საუკეთესო გამოსავალია თუ რამდენიმე ბოთლის კედელზე, დეკორაციის სახით განთავსება გსურთ. მაცივრისთვის დაკისრებული მთავარი ამოცანაა ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება, რაც საშუალოდ, 5-დან 20 გრადუსამდე მერყეობს.
რა უპირატესობები აქვს ღვინის ჩასაშენებელ მაცივარს?
ამ ტიპის მაცივარი იცავს ღვინოს დაძმარებისგან. სწორედ ამ მიზეზით ათავსებენ ბოთლებს ჰორიზონტალურ ანუ დაწოლილ მდგომარეობაში, რადგან ამ გზით ჰაერის ტენიანობის რეგულირება მარტივდება.
მაცივრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ჰაერის ფილტრაცია, რაც ხელს უშლის უსიამოვნო სუნის გავრცელებას. თუ ღვინოს სახლში დიდი დროის განმავლობაში ინახავთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი გემოსა და სუნის შეცვლა, თუმცა ჩასაშენებელი მაცივრის ფილტრი ამ პრობლემას სამუდამოდ აგარიდებთ.
გარდა ამისა, სტანდარტული მაცივრისგან განსხვავებით, პრემიუმ-ხარისხის ჩასაშენებელი მაცივარი ამცირებს ვიბრაციებს სპეციალური გაგრილების სისტემის გამოყენებით, რადგან ამ ვიბრაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვინოში ნალექის წარმოქმნა.
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ხარისხის მაცივარი?
მაცივრის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მისი სივრცე, ტემპერატურის ზონების რაოდენობა, გაგრილების სისტემა, მასალა და დამატებითი რეკომენდაციები.
მნიშვნელოვანია, რომ მაცივარში განთავსებული ბოთლები უმოძრაო მდგომარეობაში ინახებოდეს, რადგან ვიბრაციები და მცირეოდენი მოძრაობაც კი ხელს უწყობს ღვინის გემოსა და სუნის ცვლილებას.
ამას გარდა, მაცივარი უნდა ინარჩუნებდეს მუდმივ ტემპერატურას და ჰაერის ტენიანობა 50-80%-მდე უნდა იყოს, რასაც აუცილებლად უნდა აბალანსებდეს ჰაერის მიმოქცევისა და გაგრილების სისტემა.
ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეძლებთ თქვენი ღვინის კოლექციისთვის საუკეთესო ჩასაშენებელი მაცივრის შერჩევას, რომელიც თქვენი სახლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი გახდება. გახსოვდეთ, რომ პრემიუმ-ხარისხის ჩასაშენებელი მაცივარი საუკეთესოდ უზრუნველყოფს ღვინის მდიდრული და ძვირადღირებული თვისებების შენარჩუნებას.
რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”