in

DURESTA – ავეჯის ბრენდი დიდი ბრიტანეთის არისტოკრატიისთვის

„ავეჯი სამეფო კარისთვის“ – ასე უწოდებენ ბრენდს, რომელიც 1938 წელს დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და მისი მდიდრული და გლამურული ავეჯის დიზაინითაა ცნობილი. ბრენდის ისტორია XX საუკუნეში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

DURESTA არის ბრენდი, რომელსაც სამართლიანად შეუძლია საკუთარი წარსულით იამაყოს. ბრენდს აქვს ოფიციალური დასტური იმისთვის, რომ ავეჯი პირდაპირ ბუკინგემის სასახლისათვის შექმნას.

ბრენდისთვის დამახასიათებელია ხელნაკეთი ქსოვილებისა და ისეთი მოსაპირკეთებელი მასალების გამოყენება, როგორებიცაა ხავერდი, აბრეშუმი და ცეცხლგამძლე და წყალგაუმტარი დეტალები. DURESTA ასევე იყენებს ნეკერჩხლისა და ვარდის მასალას.

ავეჯის ჩარჩოებისთვის ბრენდი ხის, გამძლე ლითონისა და მინის იშვიათ სახეობებს ირჩევს, რომლებიც სამმაგი სიმტკიცის მექანიზმით გამოირჩევიან და უნაკლოდ ასრულებენ საკუთარ ფუნქციას ათწლეულების განმავლობაში.

თითოეული ზედაპირი დამუშავებულია უძველესი ტექნოლოგიების გამოყენებითა და ტრადიციების დაცვით. ხე შეღებილია სპეციალური საღებავებით, რომლებიც იცავენ ზედაპირს მავნე ზემოქმედებისა და ნაკაწრებისგან.

ბრენდის პროდუქციაში შედის დიზაინერული დივნები, პუფები, სავარძლები და სხვა ავეჯი. თითოეული პროდუქტი უნიკალურია და არ გააჩნია ანალოგი. ავეჯის ფასები განსხვავებულია მასალისა და დიზაინის მიხედვით და მათი ღირებულება დაახლოებით 1000$-დან იწყება.

Duresta ამშვენებს დედოფალ ელისაბედ II-ის, ელტონ ჯონის, მადონას, დევიდ ბექჰემისა და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანის სახლებს.

ვიყიდო თუ არა რობოტი მტვერსასრუტი? – Homeis.ge-ს რედაქტორის პირადი გამოცდილება 

რჩევები, რომლებიც სახლიდან ნესტის გაქრობაში დაგეხმარებათ