in

5 დეტალი ინტერიერში სითბოს შემოსატანად – Homeis.ge-ს რჩეული ნივთები თბილისის მაღაზიებიდან

სეზონიც ცვლილებასთან და ცივი ამინდების გახშირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სივრცეში თბილი, მყუდრო ატმოსფეროს შექმნა, რომელიც თავს უფრო სასიამოვნოდ და კომფორტულად გვაგრძნობინებთ. ინტერიერის შესაცვლელად და გასაახლებლად კი სულაც არ არის საჭირო რემონტისა თუ ავეჯის გამოცვლა. მცირე დეკორატიული ელემენტებითა და აქსესუარებით თავისუფლად შესაძლებელია სახლისთვის სითბოსა და სიმსუბუქის მინიჭება, რათა პოზიტიური განწყობა შემოიტანოთ ოთახში. დღევანდელ სტატიაში ხუთ საინტერესო ნივთს შემოგთავაზებთ, რომლებიც სივრცის გადახალისებაში დაგეხმარებათ.

1. პლედი 

სასიამოვნო, რბილი და თბილი ტექსტილი  მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად დიდ როლს თამაშობს. გარდა იმისა, რომ პლედი ცივ ამინდებში გაგათბობთ და საღამოს სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ, ინტერიერსაც მიმზიდველ აქცენტებს შესძენს და თქვენს დეკორაციას გაამდიდრებს. მოცემული პლედი, რომლის შეძენაც „JYSK“-ის შოურუმში შეგიძლიათ, სკანდინავიურ განწყობასაც შემოიტანს თქვენს სახლში და მინიმალისტური დიზაინით ოთახს გაგილამაზებთ.

2. პუფი 

პუფი  პრაქტიკული და ამასთანავე, ელეგანტური დანამატია ინტერიერის დეკორისთვის, რომელიც სახლს მყუდროებასა და თბილ ატმოსფეროს შესძენს. „Coincasa“-ს შოურუმში წარმოდგენილი პუფი, დახვეწილი დიზაინის, საკმაოდ ფუნქციური და მოსახერხებელი მოდელია, რომელიც გარდა იმისა, რომ თქვენს ავეჯს გაამდიდრებს, სადა ფერის დეკორატიული შტრიხებით სივრცეს მომხიბვლელობას შემატებს.

3. ხალიჩა  

ხალიჩა საუკეთესო საშუალებაა ინტერიერში თბილი და სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად. გარდა იმისა, რომ ის ეფექტურად ინარჩუნებს ტემპერატურას და ოთახს ათბობს, ესთეტიკური თვალსაზრისითაც ინტერიერს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. „Zara Home“-ის დახვეწილი და მინიმალისტური მოდელი  ნებისმიერი სტილის სივრცეს მოუხდება და ოთახს ელეგანტურობასა და მყუდროებას შესძენს.

4. შანდალი 

ინტერიერის განახლება და გალამაზება მცირე დეტალებითაც შეიძლება. „Kitchen & Living by Gastronome“-ის თანამედროვე დიზაინის შანდალი ორიგინალური ფორმებით და მიმზიდველი იერსახით გამოირჩევა. ის განსაკუთრებულ ელფერს შესძენს ნებისმიერ სივრცეს და თქვენს დეკორაციას უფრო მოხდენილს გახდის. ამასთანავე, კონკრეტული ზონების გამოკვეთასა და განათებაშიც დაგეხმარებათ და თბილ ატმოსფეროს უზრუნველყოფს.

5. სურნელოვანი სანთელი

მშვიდი გარემოს და პოზიტიური განწყობის შესაქმნელად სურნელოვანი სანთელი იდეალური გადაწყვეტილება იქნება. ის სასიამოვნო სურნელით აავსებს ოთახს და ინტერიერში თბილ და მყუდრო ატმოსფეროს შექმნის. დეკორატიული სანთელი კერამიკის სასანთლეშია მოთავსებული და სადა, მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა. ამ მცირე დეტალით თქვენს სივრცეს ნამდვილად შესძენთ მრავალფეროვან და მიმზიდველ იერს. მოდელის შეძენა „VELI.store“-ზეა შესაძლებელი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

აპარტ ჯგუფის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „ოლდ სითი პანორამა“ გაიხსნა

ვიყიდო თუ არა რობოტი მტვერსასრუტი? – Homeis.ge-ს რედაქტორის პირადი გამოცდილება