in

კუნძულის ხედებით შთაგონებული სახლი მაიორკაზე – jle arquiteqtos-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელზეც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ესპანეთის კუნძულ მაიორკაზე, კერძოდ კი მის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ტერიტორიის ნაწილი სანაპიროა და მისი საერთო ფართობი 14000 კვადრატული მეტრია, რომელიც CALA LLOMBARDS-ის სახელითაა ცნობილი, თუმცა საცხოვრებლად მისი მხოლოდ პატარა ნაწილია ათვისებული.

პროექტის მიზანი ისეთი საცხოვრებელი სახლის შექმნა იყო, რომელიც როგორც ტრადიციულ, ესპანურ სტილს, ასევე თანამედროვე სტილსაც მოერგებოდა. ამის მისაღწევად არქიტექტორებმა მასალის ფერები და ვიზუალური ეფექტები გამოიყენეს.

სახლის მეპატრონის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ შენობას ხედი მთელს კუნძულზე და მთებზე ჰქონოდა, რის გამოც თითოეულ ოთახს სულ მცირე ორი ფანჯარა მაინც აქვს. მისაღები ოთახი ღიაა და ერთ-ერთი კედელი მინის აქვს, ხოლო სახლის დანარჩენი ნაწილი მაქსიმალურადაა გათვლილი იმაზე, რომ კუნძულის ხედი ყოველი მხრიდან ჩანდეს.

ინტერიერი სპეციალურად შექმნილი კიბის დიზაინის გარშემოა მოწყობილი. აქვეა ბუხარი და მუქი ფერის, თანამედროვე და დახვეწილი ავეჯი. ამ სახის დიზაინი სახლს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს და ოთახებში სინათლისა და დახვეწილობის ეფექტს ქმნის.

სახლი კუნძულთან მაქსიმალურადაა შეთავსებული. ის გარშემორტყმულია ტერასებითა და აუზით, აქვეა დიდი ბაღი და ენდემური მწვანე მცენარეები. ექსტერიერი და სამშენებლო მასალა კუნძულის ხედებს ჰარმონულად ერწყმის.

არქიტექტურული სტუდია: jle arquiteqtos

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

საფეხბურთო კლუბის სიყვარულით შთაგონებული ინტერიერი ლისის ტბის მიმდებარედ — შორენა თაყაიშვილის ნამუშევარი

არქიტექტურის პოეტიკა — ინტერვიუ დავით ბოსტანაშვილთან