in

რა მთავარი განმასხვავებელი ნიშნები არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური ტყავის ავეჯს შორის?

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ზოგიერთი სინთეზური ქსოვილიც კი შეიძლება ნამდვილ ტყავს დაემსგავსოს, მაგრამ ხელოვნურ და ბუნებრივ ტყავს შორის ჯერ კიდევ ბევრი განსხვავება არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტყავი ავეჯის მოსაპირკეთებლად გამოიყენება.

თავდაპირველად ხელოვნური ტყავი გაჩნდა ბუნებრივი მასალის ნაკლებობის კომპენსაციის მიზნით, თუმცა დღეს ის ბუნებრივი ტყავის იდეალური შემცვლელია.

ბუნებრივი ტყავი ფუფუნებასთან, სიმდიდრესა და ელეგანტურობასთან ასოცირდება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო დიდი ხანია გადავიდა თანამედროვე ტენდენციებზე და ბუნებრივი ტყავის ჩანაცვლება ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, ავეჯის მწარმოებლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, საკუთარი პროდუქცია ხელოვნური ტყავის მასალას მოარგონ.

რა ძირითადი განსხვავებები არსებობს ბუნებრივ და ხელოვნურ ტყავს შორის?

პირველი და მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი მასალის ღირებულებაა, რომელსაც მომხმარებლები ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ. ნამდვილი ტყავი გარეგნულად შესანიშნავი, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ძვირადღირებული მასალაა, ამიტომ მას შედარებით უფრო დიდი ფასი აქვს.

თუმცა, ხელოვნური ტყავი უკეთ აღიქვამს და ეგუება ტენიანობას, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მაშინ, როდესაც ბუნებრივი ტყავისგან შექმნილი ავეჯი დროთა განმავლობაში კარგავს ფერს სინათლის სხივების, ტემპერატურისა და სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ხელოვნური ტყავის ავეჯის მფლობელებს ეს პრობლემები არ შეაწუხებთ.

მაგრამ, დროთა განმავლობაში, ხელოვნური ტყავის ავეჯზე წარმოიქმნება დეფექტები, მათ შორის ნაკეცები, ლაქები და ა.შ, რაც ბუნებრივი ტყავისგან წარმოებულ ავეჯს არ ახასიათებს.

ასევე, ხელოვნური ტყავი სწრაფად თბება, ითვისებს ოთახს ტემპერატურად და იდეალურია ზამთრის ცივ სეზონზე, მაგრამ ეს თვისება ბუნებრივ ტყავს არ გააჩნია.

რის მიხედვით კეთდება არჩევანი ბუნებრივ და ხელოვნურ ტყავის ავეჯს შორის?

მიუხედავად განსხვავებებისა, ორივე მათგანი წარმატებულად იყიდება, თუმცა ხელოვნური ტყავი შედარებით ფართოდ ხელმისაწვდომია მისი ღირებულებისა და შექმნის სიმარტივის ხარჯზე, ხოლო ბუნებრივი ტყავის მასალას ვხვდებით პრემიუმ-ხარისხის ავეჯის ხაზებში.

კონკრეტული ტყავის მოდელი ირჩევა მომხმარებლის პირადი გემოვნების, სურვილებისა და ბიუჯეტის ხარჯზე. მასალის ტიპზე გავლენას ახდენს ავეჯის დანიშნულება, მდებარეობა და სხვა მსგავსი ფაქტორები. მაგალითად, თუ მისაღები ოთახისთვის არჩევთ დივანს, რომელსაც დღის განმავლობაში მზის სხივები პირდაპირ დაეცემა, მაშინ სჯობს, რომ ხელოვნური ტყავისგან შექმნილი მასალა შეიძინოთ, რადგან ის ასეთ მკვეთრ ცვლილებებს ბევრად უფრო კარგად უძლებს.

როგორ უნდა მოვუაროთ ტყავის ავეჯს?

ხელოვნურთან შედარებით, ბუნებრივი ტყავი უფრო რთული მასალაა, თუმცა, თუ მას სათანადოდ მოუვლით, იდეალურ გარეგნობასა და ხარისხს შეინარჩუნებთ.

ტყავის ავეჯი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს მტვერსასრუტით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ბუნებრივი ან ხელოვნური მასალისგან დამზადებული. მისი გაწმენდა ასევე შეიძლება ნესტიანი ქსოვილითაც, თუმცა, თუ მასზე რაიმე სახის ლაქას შეამჩნევთ, ის დაუყოვნებლივ უნდა გაწმინდოთ და რაც მთავარია, ქიმიური სარეცხი საშუალებების გარეშე, რადგან მათ შეუძლიათ ტყავის საფარის დაზიანება.

გახსოვდეთ, რომ ნამდვილ ტყავს არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, სიმშრალე ან მაღალი ტემპერატურა, ამიტომ არ არის რეკომენდებული ასეთი ავეჯის განთავსება ფანჯარასთან ან სითბოს წყაროებთან ახლოს (მანძილი უნდა იყოს მინიმუმ 30-40 სმ).

რაც შეეხება ხელოვნურ ტყავს, მას საერთოდ არ ეშინია მზის პირდაპირი სხივების, არ ექვემდებარება ლპობას და არ შთანთქავს ტენიანობას. შესაბამისად, ასეთი ავეჯი არ საჭიროებს ძვირადღირებული პროდუქტების გამოყენებას. უბრალოდ გაწმინდეთ ზედაპირი პერიოდულად ნესტიანი ქსოვილით მტვრის მოსაშორებლად.

შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ტყავის ავეჯი არა მხოლოდ მისი ფასისა და მოვლის სიმარტივის ხარჯზეა პოპულარული, არამედ ის ერგება გარემოზე ზრუნვისა და ეკოლოგიის სხვა თანამედროვე, განსაკუთრებით კი ცხოველებზე ზრუნვის ტენდენციებს. თუმცა, თუ სახლში შედარებით მდიდრული, კლასიკური და ვინტაჟური განწყობის შექმნა გსურთ, ძვირადღირებული, ბუნებრივი ტყავი საუკეთესო არჩევანია.

“კაბინები ყაზბეგში” — უნიკალური ლანდშაფტით შთაგონებული მყუდრო და კომფორტული სასტუმრო

როგორ შეგვიძლია დავზოგოთ გათბობის ხარჯები თერმოსტატის გამოყენებით?