in

რატომ აქვს მაცივრის წყალს განსხვავებული გემო და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც შეიძლება რომ მაცივარში წყლის გემო შეიცვალოს და მას უცნაური ან არასასიამოვნო გემოვნური თვისებები ჰქონდეს. ამ პრობლემის თავიდან არიდებისთვის არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც რეგულარულად უნდა დაიცვათ და დარწმუნდეთ, რომ თქვენი მაცივრის ყველა ნაწილი გამართულად მუშაობს.

ამ სტატიაში გიამბობთ რამდენიმე მთავარი ფაქტორის შესახებ, რომელიც მაცივრის წყლის გემოს ცვლილებებზე მოქმედებს.

რეგულარულად გაასუფთავეთ წყლის ფილტრი

ხშირად წყლის თვისებების შეცვლა სწორედ დაზიანებული და დაბინძურებული ფილტრის დამსახურებაა. წყლის წყაროსთან დაკავშირებული მაცივრები იყენებენ სპეციალურ ფილტრებს, რომლებიც რეგულარულად უნდა გაიწმინდოს და პერიოდულად შეიცვალოს. მაცივარს აქვს დამატებითი რეკომენდაციები, სადაც დაწვრილებით წერია თუ რა პერიოდში უნდა შეცვალოთ ფილტრი.

თუ ბაქტერიები და მინერალები ფილტრში დაგროვდება, აღმოაჩენთ, რომ თქვენს მაცივარში წყალს არ აქვს კარგი გემო, ყინულს არ აქვს კარგი სუნი და საბოლოოდ ფილტრი დაიბლოკება. ჩაკეტილმა წყლის ფილტრმა შეიძლება გამოიწვიოს მაცივრის სხვა პრობლემები, მათ შორის ყინულის დაბალი წარმოება და წყლის დაბალი წნევა წყლის დისპენსერში.

როგორც წესი, ფილტრის გამოცვლა ყოველ 6 თვეში არის რეკომენდებული. ეს ნაწილი მაცივრის უკანა და ზედა ნაწილში მდებარეობს და აქვს სპეციალური ღილაკი, რომლის მეშვეობითაც მისი ამოღება და გასუფთავება შეგიძლიათ.

გაასუფთავეთ წყლის ავზი

მაცივრის თანამედროვე მოდელების უმეტესობას აქვს წყლის ავზი, რომელიც ტექნიკას დისპენსერით უკავშირდება. ამ ავზის გაწმენდა ყოველდღიურად არის საჭირო და ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფთა და თბილი წყალი.

ამოტუმბეთ ჰაერი წყლის ავზიდან

დისპენსერში ჰაერის დაგროვება ხშირად ხდება, რის გამოც მისი ამოტუმბვაა საჭირო. ეს პროცესი საკმაოდ მარტივია და საჭიროა, რომ დისპენსერს თითი რამდენიმე წამის ინტერვალებით, რამდენჯერმე დააჭიროთ. ეს პროცესი უნდა გაიმეოროთ იქამდე, სანამ დისპენსერში წყალი ბოლომდე არ გაქრება და თითის დაჭერის შემდეგ წყლის წვეთები აღარ გამოედინება.

შეამოწმეთ წყლის ხარისხი და სისუფთავე

შეიძლება, რომ წყლის გემოს ცვლილებებს მაცივართან კავშირი საერთოდ არ ჰქონდეს და პრობლემა არა მაცივრის, არამედ წყლის სისტემის გაუმართაობაში იყოს, ამიტომ, სასურველია, რომ წყლის სისტემა რამდენიმე თვეში ერთხელ მაინც გადაამოწმოთ.

ამ წესების დაცვის შემთხვევაში მალევე მიხვდებით, რომ თქვენი მაცივარის წყალს ზუსტად ისეთივე გემო აქვს, როგორიც ონკანის წყალს.

როგორ გავზარდოთ სივრცე პატარა ოთახში ფერების გამოყენებით?

ბასკური აგარაკი ანტიკვარული ნივთებითა და მდიდრული ქსოვილებით საფრანგეთში