in

როგორ გავამრავალფეროვნოთ თეთრი ფერის ინტერიერი? – 10 საინტერესო რჩევა

თეთრი ფერი ყოველთვის ახერხებს და სახლში კლასიკურ და დახვეწილ ინტერიერს ქმნის, თუმცა, მისთვის ავეჯისა და სხვა დეკორაციების სწორად შერჩევის გარეშე, ინტერიერი შეიძლება საკმაოდ მოსაწყენად იქცეს. როგორი დიზაინიც არ უნდა გქონდეთ, იქნება ეს მინიმალისტური, ვინტაჟური თუ თანამედროვე, გთავაზობთ 10 რჩევას, რომელიც ინტერიერში თეთრ ფერთან მუშაობას გაგიმარტივებთ.

შექმენით კონტრასტი

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახლი მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი, თეთრ კედლებს შეგიძლიათ შეუხამოთ შავი და მუქი ფერის ავეჯი ან დეკორაციები. მაგალითად, ეს კონკრეტული სახლი ჰავაიზე მდებარეობს და თეთრი და შავი ფერების კომბინაციას ოთახში სანაპიროსა და ოკეანის ხასიათი შემოაქვს.

გამოიყენეთ ბუნებრივი ქსოვილები

თეთრი ფერი ისედაც ქმნის ბუნებისა და სიჯანსაღის ეფექტებს, რასაც შეგიძლიათ დაუმატოთ ბუნებრივი ქსოვილისგან შექმნილი ხალიჩა, გადასაფარებელი, ფარდა და ა.შ.

შეღებეთ იატაკი

დიზაინერების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეთოდი სწორედ თეთრად შეღებილი იატაკია, რომელიც ოთახს სივრცის შეგრძნებას მატებს.

შეავსეთ კარადა კონტრასტული ნივთებით

არ არის აუცილებელი, რომ ყველა სამზარეულო მოსაწყენი იყოს. ამ სახლის მეპატრონემ სამზარეულოში თეთრი ფერის კარადას ოქროსფერი ჭურჭელი შეუხამა, რომელიც პარიზში შეიძინა და ამით ოთახს ინდივიდუალიზმი შესძინა.

წინ წამოსწიეთ თქვენი კოლექციები

ამ ინტერიერის მეპატრონემ ოთახში ყველაფერი თეთრ და ღია ნაცრისფერ ფერებში შეახამა, თუმცა ანტიკურმა ავეჯმა და მის მიერ შერჩეულმა კედლის ნახატებმა ოთახი „გალერეად“ აქცია.

გამოიყენეთ შავი აქცენტები

თეთრისა და შავი ფერის კონტრასტი ოთახს ფუფუნების ეფექტს სძენს. თუ ოთახი შედარებით მცირე ზომისაა, ეცადეთ, გამოიყენოთ უფრო მეტი შავი დეტალი, ვიდრე-თეთრი.

გამოიყენეთ ხის მასალა

ხის იატაკსა და შავი ფერის ტექნიკას ამ სახლის მეპატრონემ ხის ზედაპირები შეურჩია, რომლებიც სამზარეულოს ვინტაჟურ შარმს მატებენ.

განათავსეთ მწვანე მცენარეები

თეთრი ფერი შეიძლება მარტივად მოგბეზრდეთ, თუმცა თუ მას მწვანე ოთახის მცენარეებს დაუმატებთ, სივრცეს ბუნებრივი ეფექტი ექნება, რაც საკმაოდ დამამშვიდებელი და სასიამოვნოა.

გამოიყენეთ თეთრთან ახლოს მდგომი ფერები

სუფთა თეთრი ფერი მდიდრულად გამოიყურება, თუმცა თუ თქვენს ოთახში სადა ნაცრისფერ ფერებს დაუმატებთ, ოთახი უფრო დიდი და ნათელი გამოჩნდება.

გამოიყენეთ ტექსტურა

ამისთვის ნებისმიერი მასალის გამოყენება შეგიძლიათ, იქნება ეს ხე, მცენარეები თუ სხვა. ტექსტურა დიზაინს მინიმალისტურ ეფექტს ანიჭებს და თვალისთვის ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურება.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ტრადიციული ელემენტებით შექმნილი ინტერიერი თარხნიშვილის ქუჩაზე — სტუდია „SAMI_“-ის ნამუშევარი

მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება – რა უპირატესობა აქვს მას სტანდარტულთან შედარებით?