in

#რაშენდება – თბილისი გარდენსის ცათამბჯენი #2

დღევანდელ რუბრიკაში გიამბობთ “თბილისი გარდენსის” მე-2 ცათამბჯენის მშენებარე პროექტის შესახებ, რომელიც მიხეილ ასათიანის #6-ში მდებარეობს.

აღნიშნული შენობის მშენებლობა 2020 წლის იანვარში დაიწყო და მისი დასრულება 2022 წლის ივნისში იგეგმება. კომპლექსი 2 ბლოკისგან შედგება. პირველი შენობა უკვე დასრულებულია და ის 172 ბინას მოიცავს, ხოლო მეორე ცათამბჯენი მშენებლობის პროცესშია და მასში 188 ბინაა გათვალისწინებული. აღნიშნულ კომპლექსში საცხოვრებელი სივრცის მინიმალური ფართი 51 კვ/მ-ია, ხოლო მაქსიმალური – 247 კვ/მ.

კომპანიის პროფილი:

“თბილისი გარდენსი” უპირველეს ყოვლისა, არის იდეა – დატვირთულ ქალაქში შეიქმნას ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება სრულყოფილი ცხოვრებით ტკბობა. კომპანიის დამფუძნებლებს სჯერათ, რომ როდესაც ადამიანს ყოველდღიური დისკომფორტი ნაკლებად აღელვებს, მაშინ მისთვის სიცოცხლე ბევრად მრავალფეროვანი და საინტერესოა. სწოერედ აქედან გამომდინარე, პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს ააგონ პირველი ცათამბჯენი თბილისში, რომელიც აშენდება ნიუ-იორკული სტანდარტების დაცვითა და ამერიკული ინტერიერის დიზაინის გათვალისწინებით.

პროექტის დასახელება:

თბილისი გარდენსის მე-2 ცათამბჯენი

არქიტექტორი: 

MYS Architects

ბინების დაგეგმარება და  საერთო სივრცეების  დიზაინი:

ვინსენტ ვულფი

_G2A1957
_G2A7721
463A8501
463A8710
12
13
previous arrow
next arrow

დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: 

მიწის საერთო ფართი: 37500 კვ.მ
ბინების რაოდენობა: 172 (1 ცათამბჯენი) 188 (მე-2 ცათამბჯენი)
სართულების რაოდენობა: 30 (1 ცათამბჯენი) 29 (მე-2 ცათამბჯენი)
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: 51 კვ.მ
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: 247 კვ.მ
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: 6 კვ.მ
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი 50 კვ.მ
ჭერის სიმაღლე: 3 მ.
კომერციული ფართები: როგორც გასაქირავებელი, ასევე გასაყიდი
საქვაბე და საერთო ტექნიკური სივრცეები : თითოეულ სართულზე გამოყოფილია 2 ტექნიკური აივანი, სადაც წინასწარ არის განსაზღვრული ადგილი ყოველი ბინის გათბობა-გაგრილების აგრეგატებისთვის.  შესაბამისად, გათვალისწინებულია როგორც ფასადის ვიზულაური მხარე, ასევე  უსაფრთხოების ნორმები
შიდა ეზო: 2 ჰექტარი მარადმწვანე ბაღი, რომელის გამწვანებაზეც იტალიელი ლანდშაფტის დიზაინერთა ჯგუფმა იმუშავა.
გამოყენებული სამშენებლო მასალა: შენობა წარმოადგენს მონოლითურ ნაგებობას (რკინაბეტონის კონსტრუქციას). პროექტის განვითარების თითოეულ ეტაპზე გამოყენებულია მხოლოდ სერთიფიცირებული მასალები.
კარფანჯარა: ალუმინის კარ-ფანჯარა
ფასადის მოპირკეთება: შენობა მოპირკეთებულია ალუმინის პანელებითა და იტალიური მარმარილოს ქვით. ბეტონსა და გარე მასალას შორის, გამოყენებულია თბო-იზოლაციის მასალა, რომელიც უზრუნველყოფს 40%-იან ენერგოეფექტურობას.
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა:
  • შენობის ყველა საერთო სივრცე დაფარულია “სპრინკლერების” სისტემით, კვამლის დეტექტორებითა და გამწოვებით.
  • გარე ტერიტორიაზე განთავზებულია სახანძრო ჰიდრანტები.
ლიფტები: “Shanghai Mitsubishi”-ის ფირმის 4 სრაფი ლიფტი.
სადარბაზოს ცენტრალური საერთო სივრცე: კეთილმოწყობილი ლობი, ბიზნეს ლაუნჯი, საფოსტო ოთახი.
ავტოსადგომი: 236(1 ცათამბჯენი) 188 (მე-2 ცათამბჯენი)
ჩაბარების პირობა: თეთრი კარკასი:

  • სრულად შესრულებული რემონტის ყველაზე რთული და ხმაურიანი ნაწილი
  • გაყვანილი გათბობა-გაგრილების კომუნიკაციები
  • მოჭიმული იატაკი
  • ალუმინის კარ-ფანჯარა
  • ამოყვანილი და გალესილი კედლები
  • ბოლო წერტილებამდე მიყვანილი ელექტროობის დაქსელვა
  • სრულად გარემონტებული აივანი
  • დამონტაჟებული ბინაში შესასვლელი კარი
დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: დაცვის, დასუფთავებისა და მებაღეების პროფესიონალთა გუნდი
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.): 1350$-დან 1620$-მდე
ფასების დიაპაზონი აივნებსა და ტერასებზე (1 კვ/) 1350$-დან 1620$-მდე
ფასების დიაპაზონი კომერციულ ფართებზე (1კვ/მ): 2000$
ავტოსადგომის საფასური: 15000$
გადახდის პირობები:
  • პირველი ცათამბჯენი – ერთიანი გადახდა
  • მეორე ცათამბჯენი – პირველადი შენატანი 30% წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ხოლო – 70% მშენებლობის დასრულებისას.
უნიკალურობა:
  • დიზაინი და არქიტექტურა
  • 2 ჰექტარი გამწვანებული ეზო
  • დაცული ტერიტორია
  • 25 მეტრიანი და საბავშვო საცურაო აუზები
  • სპორტული დარბაზი
  • ბიზნეს ლაუნჯი
  • ლობი კონსიერჟის მომსახურებით
  • გამწვანებაზე ზრუნვა და დასუფთავების სერვისი

ბინა ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე – ქეთო ბარაბაძის ინტერიერი

სურეალისტური სახლი მთის ფასადით ლონდონში