თანამედროვე განვითარებულ სამყაროში მზის ელექტროსადგურების მოხმარება დღითიდღე იზრდება. მზის ელექტროსადგური ეკოლოგიურად სუფთა, ადამიანის კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის შექმნილი დანადგარია, რომელიც ბუნებრივ ენერგიას მოიხმარს და მზის სხივებს ელექტროენერგიად გარდაქმნის. განსხვავებით ტრადიციული მიდგომებისგან, ის გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა, მზის რესურსი კი ყველასათვის ხელმისაწვდომი და ამოუწურავია. რაც მთავარია, მზის ელექტროსადგურები მომხმარებელს ენერგო დამოუკიდებელს ხდის და დროთა განმავლობაში, მათ კომუნალურ ხარჯებს ამცირებს. შესაბამისად, პანელები კერძო სახლებსა და საცხოვრებელ კომპლექსებში ენერგოეფექტურ, ეკომეგობრულ გარემოს ქმნის და მაცხოვრებლებს თანამედროვე, მოსახერხებელ პირობებს სთავაზობს.
მზის ელექტრო სადგურებისა და პანელების გამოყენება რამდენიმე უპირატესობით ხასიათდება:
განახლებადი და მდგრადი ენერგიის წყარო — მზის ენერგია ბუნებრივი, სუფთა, განახლებადი ენერგიაა, რომელიც ამოუწურავია. ამასთანავე, ტრადიციული რესურსებისგან განსხვავებით, როგორიცაა გაზი და ნავთობი, მისი მოპოვება სრულიად უფასოა და ადვილად, განსაკუთრებული საჭიროებებისა და სირთულეების გარეშე ხდება. ელექტროსადგურის მუშაობის პრინციპიც მარტივია — მზის ენერგია ცვლად დენად მზის პანელების, ინვერტორისა და აკუმულატორის მეშვეობით გარდაიქმნება. მიუხედავად იმისა, რომ მზის ენერგიის მიღება ამინდზეა დამოკიდებული, მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად სპეციალური აკუმულატორები მზისგან გარდაქმნილ ენერგიას აგროვებს და შემდგომ, ინვერტორის მეშვეობით საცხოვრებელ კომპლექსებსა და სახლებს გადასცემს. შესაბამისად, მზის ენერგიის მოპოვება მუდმივად, უსაზღვრო ვადითაა შესაძლებელი.
ეკოლოგიური უსაფრთხოება — მზის ელექტროსადგურები ეკომეგობრული დანადგარია, რომელიც სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის და არ აზიანებს მას. მეტიც, ის ხელს უწყობს ენერგიის რაციონალურ გამოყენებას და ამცირებს გაზისა და ნავთობის მოხმარებას. ამასთანავე, არ გამოყოფს გამონაბოლქვს, არ აქვს ხმა, არ შეიცავს საზიანო ნივთიერებებს, არ არის ფეთქებადი და მისი მონტაჟიც სრულიად უსაფრთხოა. ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, მზის პანელები საცხოვრებელ კომპლექსებში დიდი უპირატესობით სარგებლობს.
ენერგო დამოუკიდებლობა — მზის ენერგიის გამოყენება მაცხოვრებელს ენერგო-დამოუკიდებელს ხდის. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც კი, ცენტრალური ქსელისგან დამოუკიდებლად, თქვენ დენი უწყვეტად მოგეწოდებათ. ამასთანავე, არ არსებობს მზის ენერგიის გამომუშავების ლიმიტი, თქვენზეა დამოკიდებული მისი მოხმარების ოდენობა. ასევე, დიდი უპირატესობაა ისიც, რომ მზის ელექტროსადგურის შემთხვევაში, მომხმარებელზე არ მოქმედებს ტარიფების ზრდა და გაძვირებული გადასახადები.
კომუნალური ხარჯების შემცირება — მიუხედავად იმისა, რომ მზის ელექტროსადგურების მონტაჟი თავდაპირველად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ის სამომავლო ინვესტიციაა და დროთა განმავლობაში, ელექტროენერგიის გამომუშავების ფასს საგრძნობლად ამცირებს. ქსელური მზის ელექტროსადგურები, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია, ცენტრალურ ქსელთან ერთად მუშაობს. ის არ საჭიროებს სპეციალურ აკუმულატორებს, რადგან ენერგია პირდაპირ ქსელს მიეწოდება. სპეციალური მრიცხველი კი ქსელისათვის მიწოდებულ და ქსელიდან მიღებულ ენერგიებს აღრიცხავს. დადებითი ბალანსის შემთხვევაში, მაცხოვრებელი აღარ იხდის ელექტროენერგიის საფასურს, მეტიც, ქსელის ოპერატორი უკან უბრუნებს ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულებას.
ბოლო პერიოდში საქართველოშიც იმატა მზის პანელებისა და ელექტროსადგურების მოხმარებამ, რომელიც ძირითადად, მცირე ობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებში გვხვდება. საცხოვრებელ კომპლექსებში მზის ელექტროსადგურების გამოყენება საკმაოდ ინოვაციური და მასშტაბური პროექტია, პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“ კი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც მზის განახლებადი ენერგიის წარმოების სისტემა დანერგა. შედეგად, მზის პანელები ავტოფარეხების, სადარბაზოებისა და ლიფტების მომსახურებას უზრუნველყოფს, რის გამოც, მაცხოვრებლები საერთო სივრცეების ფუნქციონირებისთვის საჭირო ელექტრო ენერგიის გადასახადისგან თავისუფალნი არიან.
ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტი – „ნამაი ვაკე“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ხარისხიანი, ინოვაციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე, კომფორტსა და გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მზის პანელების არსებობა აღნიშნულ კომპლექსში ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ დონეზე მიუთითებს.