in

როგორ შევქმნათ საახალწლო დეკორაციები მაკულატურისგან – ქეთა ცუცქირიძის გიდი

ახალი წლის მოახლოებას სიხარულთან, მოლოდინებთან და საზეიმო განწყობასთან ერთად თან ერთი მთავარი კითხვა მოსდევს – როგორ გავალამაზოთ ჩვენი სახლის ინტერიერი ისე, რომ სხვებთან ერთად საკუთარი თავებიც გავაოცოთ? რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ჩვენი ბინები საახალწლოდ ბევრად მოდური, დახვეწილი და გამორჩეული გახდეს?

ამ კითხვების საიდუმლო პასუხები, შეიძლება , თქვენივე სახლებში იმალებოდეს – ქართველი მუსიკოსი და ვიზუალ მერჩენდაიზერი ქეთა ცუცქირიძე homeis.ge-ს მკითხველს მაკულატურისგან შექმნილი ნაძვის ხეების დამზადების წესებს უზიარებს, რომლებიც აუცილებლად გაახალისებს თქვენს სახლებს. ამ დეკორაციების გაკეთება ინდივიდუალადაც შეიძლება და ოჯახთან ან მეგობრებთან ერთადაც. ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესი ნამდვილად სახალისო იქნება. ქეთას ქაღალდის ნაძვის ხეების „რეცეპტს“ უცვლელად გთავაზობთ:

„ყველა ჩვენგანის თაროზე მოიძებნება მაკულატურად ქცეული, გამოუსადეგარი წიგნები, ძველი გაზეთები თუ ფუნქციადაკარგული სახელმძღვანელოები. როგორც წესი, სახლის საგულდაგულოდ დალაგებისას, ამ ყველაფრისაგან ეტაპობრივად ვათავისუფლებთ ხოლმე სივრცეებს.  მე მოგიყვებით თუ როგორ შეიძლება გადასაყრელად განწირული მაკულატურისაგან ტრენდული, ორიგინალური, ვინტაჟური დეკორის შექმნა.

  1. მე გამოვიყენე 3 სახის პრინტი: იტალიური ფიზიკის სახელმძღვანელო, ქართული ნახევრად განადგურებული (ანუ არაწაკითხვადი) ლიტერატურა და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დავამატე სოლფეჯიოს სახელმძღვანელო, რომელიც ისეთი ძველი იყო, რომ ნოტები აღარ იკითხებოდა.
  2. საკუჭნაოში ნაძვისხის სათამაშოების ყუთს მივაგენი, რომელიც ასევე გადასაყრელად იყო განწირული.
  3. მოვიმარაგე სამუშაოსათვის საჭირო ყველა ნივთი (მაკრატელი, უნივერსალური წებო, თოკები, ფანქარი, ლენტები და ნებისმიერი რამ, რაც თქვენი სახლის ფერებს მოუხდება) და საქმეს შევუდექი.

 

მრგვალი ნაძვის ხის სათამაშოების შემოსვა:

 

  1. ავიღოთ ბურთის დიამეტრის ზომა:

  1. გამოვჭრათ მიღებული ზომის სიგრძის ასეთი ასეთი წაწვეტებული ფიგურები:

 

  1. დავაწებოთ ბურთზე მიყოლებით ასე:

 

 

რაც შეეხება ბრტყელი ფორმის დეკორს, ის უფრო მარტივი დასამუშავებელია.

  1. დეკორის ფორმაზე გამოვჭრათ სასურველი ქაღალდი:

 

 

  1. დავაწებოთ დეკორს და ბოლოს სასურველი ფერის თოკი დავამატოთ, ნაძვის ხეზე ჩემოსაკიდებლად. მე ჩალის ფაქტურის თოკი გამოვიყენე, როგორ აქ, ასევე მთლიანად საახალწლო ექსპოზიციაზე.

თუ თქვენი მაკულატურა მართლაც ბევრია, შეგიძლიათ წიგნის მინიატურული ნაძვისხეები დაამზადოთ.

ამისათვის თითქმის მთლიანი სისქის წიგნი დაგჭირდებათ

  1. გადავკეცოთ თითოეული ფურცელი ასე:

 

  1. როდესაც ყველა ფურცელს დაამუშავებთ, კიდეში მყოფი გვერდები ერთმანეთს მიაწებეთ. სადგამად შეგიძლიათ ხის ნაჭერი ან ღვინის ბოთლის საცობი გამოიყენოთ.

 

ზემოთ მოყვანილი ტექნიკის საშუალებით, უამრავი ნივთის დამზადებასა თუ შემოსვას შეძლებთ. შეგიძლიათ პატარა დეკორატიული ,,საჩუქრები,, მოამზადოთ და ნაძვისხის ქვეშ ,,ნამდვილ,, საჩუქრებთან ერთად დააწყოთ. ან ძველი სათამაშო მანქანები ,,დატვირთოთ,,.

ეს მარტივი გზაა რეუტილიზაცია მოვუფიქროთ გადასაგდებად გამზადებულ ნივთებს და რაც მთავარია, შობა-ახალ წელს განხვავებული ელფერი შევძინოთ.

 

 

HOUSE – კომპაქტური და ეკოლოგიურად სუფთა სახლის პროექტი

სასაჩუქრე იდეები 100 ლარამდე სახლის დეკორის მოყვარულთათვის