in

ვილა ბრაზილიაში – Gálvez & Márton Arquitetura-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ბრაზილიაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 1360 კვადრატული მეტრს შეადგენს. შენობა 2021 წელს აშენდა და არქიტექტორების მთავარი ჩანაფიქრი ისეთი საცხოვრებლის დაპროექტება იყო, რომელსაც არაჩვეულებრივი ხედი ექნებოდა ბრაზილიური ბუნების შორეულ რელიეფზეც კი.

პროექტი საკმაოდ მდიდრულად გამოიყურება და აქვს რამდენიმე აუზიც, რომლებიც განსაკუთრებულად უხდება ბრაზილიური ბუნების მწვანე და ცისფერ ფერებს და სახლსა და ხედებს შორის დამატებით ჰარმონიას ქმნის.

იმის გამო, რომ სახლის მეორე სართული დიდია და მისი ნაწილის ქვეშ სიცარიელე იყო დარჩენილი, შესაძლებელი გახდა პირველი სართულის აშენებაც, რომელმაც რელიეფის დამატებითი ცვლილებები არ მოითხოვა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ყოველთვის, ბუნებრივად არსებობდა. ორივე სართულს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი და მეპატრონის ან სტუმრების კომფორტზე მაქსიმალურადაა გათვლილი.

დიდი მასშტაბისა და ზომების გამო, შენობა შექმნილია მასობრივი წარმოების ბიუჯეტური მასალით და კონსტრუქციულად, ძირითადად, ბეტონისგან არის აშენებული, რომელსაც ფოლადის გარკვეული დეტალები უერთდება. სახლს აქვს ბაღი, სპორტული მოედანი და დიდი ეზო, საიდანაც შესაძლებელია მზის ჩასვლის ყურებაც.

სახურავი ლითონისაა, თუმცა ის საკმაოდ მსუბუქია და აქვს სპეციალური ლუქსი, სადაც ავტოფარეხია განთავსებული. შენობის ყველა ოთახი ერთმანეთთან დინამიკურ კავშირშია და ერთი ოთახიდან მეორეში, ან თუნდაც ბაღში გასვლა საკმაოდ მარტივია.

არქიტექტურული სტუდია: Gálvez & Márton Arquitetura

ფოტოგრაფი: Leonardo Finotti

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

როგორ მოვამზადოთ იატაკი კერამიკული ფილების დასაგებად?

„სახლი ოაზისით“ — დიზაინერ სოფო პაქსაშვილის ნამუშევარი