აპარტამენტი, რომელიც დახვეწილი, სკანდინავიური სტილითაა გამორჩეული, სტოკჰოლმში მდებარეობს და მისი ინტერიერი გასულ წელს შეიცვალა. მცირე ცვლილებების მიუხედავად, მეპატრონემ გადაწყვიტა, სახლის ძველი ხასიათი და ტრადიციული ელემენტები შეენარჩუნებინა და XX საუკუნის სტილს თანამედროვე დეტალები შემატა, როგორებიცაა მაგალითად, მინის კარი, მდიდრული, ელექტრო ბუხარი და სხვა პრემიუმ-კლასის ტექნიკა.
აპარტამენტის ფართობი მხოლოდ 55 კვადრატული მეტრია, თუმცა ნათელი ფერების გამოყენებით, სახლი უფრო დიდი ჩანს. კედლები შეღებილია ორგანული საღებავებით და გამოყენებულია სადა ფერები.
მისაღებ ოთახში მეპატრონემ პირვანდელი სახე ხელუხლებელი დატოვა, თუმცა იატაკის საფარი შეცვალა პარკეტიც, რამაც სახლს დამატებითი სითბო შესძინა.
მისაღები ოთახი სახლის განსაკუთრებულად ელეგანტური ნაწილია, რომელშიც ვხვდებით კედლის პანელებს, ფანჯარას, ნათელი ფერებით შექმნილ სივრცესა და მდიდრულ ბუხარს.
კედელზე გამოყენებულია ტოქსიკური ნივთიერებებისგან სუფთა ეკო-საღებავი, რომელსაც Little Green აწარმოებს და Joanna – ს სახელწოდებითაა ცნობილი.
ოთახის კუთხეში ვხვდებით მდიდრულ ბუხარს, რომელსაც ვარდისფერი აქცენტები ამშვენებს.
სახლს აქვს პატარა საძინებლები, რომლებიც ერთმანეთს და მისაღებ ოთახს დერეფნის დახმარებით უკავშირდება.
მთავარი საძინებელი მოწყობილია ჩაშენებული კარადების დახმარებით, რომლებიც სივრცის მაქსიმალურად ათვისებაზეა პასუხისმგებელი.
მთავარი საძინებლის გვერდით ვხვდებით მეორე საძინებელს, რომელიც ახლა ბავშვების ოთახია. ოთახს აქვს კედელი, რომელიც მთავარ საძინებელს უკავშირდება. იატაკი ხის მასალისგანაა შექმნილი და თეთრადაა შეღებილი, ხოლო კედლები Oak Tree Tails – ის სახელით ცნობილი შპალერითაა გაფორმებული.
სამზარეულო კლასიკური სტილისაა. აქ ვხვდებით ბუნებრივი ხის იატაკს, რომელიც მეპატრონემ ასევე ხელუხლებელი დატოვა და კლასიკური სტილის სასადილო მაგიდას, რომელიც სამზარეულოს სხვა ავეჯთანაა შეხამებული.