in

შავი პარასკევის სააქციო შეთავაზებები „ICR HOME“-ში

შავი პარასკევი იდეალური დროა ინტერიერის გასაახლებლად და ახალი ავეჯისა თუ აქსესუარების შესაძენად. ამ პერიოდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდები და კომპანიები მომხმარებლებს უპრეცედენტო  შეთავაზებებს სთავაზობს, რომელთა მეშვეობითაც სასურველი ნივთების შეძენა საკმაოდ დაბალ ფასადაა შესაძლებელი.

შავ პარასკევთან დაკავშირებით საინტერესო აქციებს გვპირდება საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის ავეჯისა და სახლის აქსესუარების ჰაბი „ICR HOME“-ი, რომელიც მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ ბრენდებსა და მაღაზიებს აერთიანებს და მომხმარებელს ხარისხით, მდგრადობით, პრაქტიკულობითა და დიზაინით გამორჩეულ, მრავალფეროვან და დახვეწილ პროდუქციას სთავაზობს.

18-დან — 27 ნოემბრის ჩათვლით მულტიბრენდულ ჰაბ „ICR HOME“-ში შემავალ ბრენდებზე, როგორიცაა: „ლაბორატორია ჩემი სახლი“; „კარე“;  „ნატერიალი“; „ჩემი ოფისი“; „მობლერ ჰოუმი“ და „სლიფ&ბედი“ — სრულ კოლექციაზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

ეს აქცია უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ინტერიერის გადახალისება და გარდაქმნა სურს.

ლაბორატორია ჩემი სახლი“, რომელიც ავეჯისა და სახლის აქსესუარების 100-მდე საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას აერთიანებს და ტრენდული, თანამედროვე მოდელებით გამოირჩევა, სივრცის ელეგანტურად მოწყობასა და მის ლამაზად გაფორმებაში დაგეხმარებათ. გარდა შავი პარასკევის ფასდაკლებებისა, „ლაბორატორია ჩემი სახლის“ შოურუმში მისულ მომხმარებელს  ავეჯის ყველა კატეგორიაში ახალი კოლექციიდან 20-მდე ნივთი დახვდება, რომლებზეც განსაკუთრებული აქცია  —„Black Price“- იმოქმედებს, გასული წლის კოლექციაზე კი 50 %-იანი ფასდაკლება გავრცელდება. ასევე, მომხმარებელს შავი პარასკევის შეთავაზებების ფარგლებში  ორიგინალური საახალწლო დეკორაციების შეძენაც შეეძლება.

გერმანული ბრენდის „კარეს“ პროდუქცია, რომელიც ექსკლუზიურ ავეჯს, განათებებსა და აქსესუარებს გვთავაზობს, ყველასგან გამორჩეული ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ და თქვენს სივრცეს მდიდრულ ელემენტებს შესძენს.

მსოფლიოში აღიარებული ბრენდი „ნატერიალი“, რომელიც, ასევე, „ICR HOME“-ში ერთიანდება, გარე სივრცეებისთვის უმაღლესი ხარისხის ავეჯსა და აქსესუარებს აწარმოებს, საქართველოში კი მას ამ მიმართულებით ყველაზე დიდი შოურუმი აქვს. პროდუქცია ეკოლოგიური სისუფთავით, უსაფრთხოებით, მაღალი ხარისხითა და მდგრადი მექანიზმებით გამოირჩევა, რომელიც გარემო პირობებს კარგად უძლებს და ექსტერიერს განსაკუთრებულ ელფერს მატებს.

თუ სამუშაო სივრცის განახლებას გადაწყვეტთ, „ჩემი ოფისის“ კოლექციის დათვალიერებასაც გირჩევთ, რომელიც ყველა იმ მახასიათებლის მიხედვითაა შექმნილი, რაც თქვენთვის მყუდრო, კომფორტულ, მოსახერხებელ  და სასიამოვნო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.

კიდევ ერთი საინტერესო ბრენდი, რომელიც „ICR HOME“-შია წარმოდგენილი, „მობლერ ჰოუმია“. ბრენდი მცირე ზომის, ფუნქციური ავეჯისა და აქსესუარების ხელმისაწვდომ მოდელებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ “მობლერ ჰოუმის” პროდუქტების დიზაინი ევროპაში, წარმოება კი ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს, შესაბამისად, ბრენდის მიერ წარმოდგენილი ნივთები მრავალფეროვანი და მიმზიდველი ფორმებით ხასიათდება.

სლიფ&ბედი“ თქვენი საძინებლის კომფორტსა და გამორჩეულ იერსახეზე იზრუნებს და მშვიდი, ხარისხიანი ძილისთვის იდეალურ პირობებს შეგიქმნით. კოლექციაში არსებული მატრასები, ბალიშები და საბნები ხარისხით, ნაზი ტექსტურით, სასიამოვნო შეგრძნებებითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ICR HOME“-ის შოურუმებში გარდა შავი პარასკევის სააქციო შეთავაზებებისა, მომხმარებელს ავეჯის ყველა კატეგორიაში უახლესი, მრავალფეროვანი და ტრენდული კოლექციები დახვდება, რომლებიც ქართულ ბაზარზე გავრცელებული პროდუქციისგან დიზაინითა და ხარისხით გამოირჩევა.

მომხმარებელს სასურველი ნივთის შეძენა და ფასდაკლებით სარგებლობა „ICR HOME“-ის ვებ-გვერდზე — „Icrhome.ge“-ზეც შეუძლია, რომელიც იდეალურია მათთვის, ვისაც ინტერიერის განახლება და შესაფერისი მოდელის შეძენა და სახლიდან გაუსვლელად სურს.

შეგახსენებთ, რომ „ICR HOME“- ში შემავალ ბრენდებზე შავი პარასკევის აქცია და შეთავაზებები 18-დან — 27 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს. პროდუქციის შერჩევა, როგორც ადგილზე, შოურუმებში, ასევე ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

[R]

მდიდრული სახლი თანამედროვე აქცენტებით – X11 Design Studio-ს პროექტი

მინიმალისტური დიზაინით შექმნილი სახლი წავკისში — ნინო გოგშელიძის ინტერიერი