in

რა უნდა გავითვალისწინოთ შპალერის გადაღებვისას? — ზაზა და ზურაბ ხალაძეების პროფესიული რჩევები

ფერები ინტერიერში მთავარ როლს ასრულებს, სივრცის განახლების ერთ-ერთი გზა კი კედლების შეღებვა და მათთვის იერსახის შეცვლაა. ფინანსების, დროისა და ენერგიის დასაზოგად ხანდახან მომხმარებლები უკვე არსებული შპალერს გადაღებვის ხერხს მიმართავენ, თუმცა რამდენად შესაძლებელია ამ გზით კედლების ეფექტური განახლება და სრულყოფილი იერსახის მიღება? ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს პროფესიონალი მღებავები, კომპანია „ღებვის ხელოვნების“ დამფუძნებლები, ძმები ზაზა და ზურაბ ხალაძეები გვესაუბრებიან.

ზედაპირის მდგომარეობის შემოწმება

დარგის ექსპერტები გვიხსნიან, რომ თავდაპირველად, აუცილებელია არსებული ზედაპირის შეფასება და შპალერის მდგომარეობის განსაზღვრა, რათა შეღებვის პროცესში შპალერი არ დაზიანდეს და გარკვეული სირთულეები არ შექმნას.

„პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, როგორია არსებული ზედაპირის მდგომარეობა. თუკი შპალერი ძველი გაკრულია ის, შესაძლოა, გამოფიტული იყოს. მისი მდგრადობა შეფასდეს გარკვეული ადგილების დასველებითა თუ სატესტო სამღებრო სამუშაოების ჩატარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც შპალერი დასველდება, შეიძლება ზოგიერთი ადგილილას ამოიბეროს და ადგილობრივი პრევენციის ჩატარება გახდეს საჭირო“.   

  

შპალერის ტიპის განსაზღვრა

პროფესიონალი მღებავები გვირჩევენ, რომ ყურადღება შპალერის სახეობაზეც გავამახვილოთ. მაგალითად, ის შეიძლება იყოს პრიალა, ცელოფნის მსგავსი ტექსტურის მქონე, რომელსაც შეწოვის უნარი არ აქვს. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, ფორებში ვერ შედის საღებავი და ზედაპირზე მოჭიდება არ ხდება. ამან კი გარკვეული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.

„საბოლოო შედეგზე დიდ გავლენას ახდენს შპალერის ტიპი. მაგალითად, თუ  არსებული შპალერის ფორმების გამეორება და მისი ფორების ამოვსება გვსურს, ლატექსური თხელ ფენიანი საღებავის გამოყენება ჯობია. ის კარგად ჯდება შპალერის ზედაპირზე და მის სტრუქტურასა და იერსახეს იმეორებს. ამასთანავე, პირველი ფენის ლატექსური საღებავით შეღებვის დროს მას ცელოფნის მსგავსი შესახედაობა ეძლევა, აჩერებს ქაღალდის შეწოვის უნარს და მეორე ფენის შემთხვევაში, მღებავი კარგად შლის საღებავს. სხვა ბაზების გამოყენებისას კი ქაღალდი მეტად იწოვს საღებავს და შესაძლებელია კედელზე გარკვეული ჩრდილები და ზოლები გამოჩნდეს“, — აღნიშნავენ ჩვენი რესპონდენტები.

შპალერის სწორად შერჩევა

სპეციალისტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ უმჯობესია სქელ ფენიანი საღებავები სტრუქტურულ შპალერზე არ მოვიხმაროთ, რადგან ამ შემთხვევაში ზედაპირი სრულად ამოივსება და შპალერის იერსახე დაიკარგება.

ქაღალდის სტრუქტურული შპალერი:„Rauhfaser“ და  „Malerviles“ — ე.წ ფლიზელინი  კედლის ბზარების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება და მისი შეღებვა რამდენჯერმეა შესაძლებელი.

„ფლიზელინთან ერთად, უმჯობესია, ლატექსტის ბაზაზე დაფუძნებული საღებავის გამოყენებაც, რადგან ფლიზელინი ბზარებისგან თავს იმით იცავს, რომ წელვადია, ამიტომ მასზე აუცილებლად წელვადი საღებავი უნდა დავიტანოთ, როგორიც ლატექსტური საღებავია“, ­— ზაზა და ზურაბ ხალაძეები.

ავტორი: მეკო მეტრეველი

5 რჩევა სივრცის სწორი გეგმარებისთვის — შორენა ოქროპირიძის გზამკვლევი

როგორ და რა სიხშირით უნდა გავრეცხოთ ფარდები?