in

ვადენის ზღვის სანაპიროზე მდებარე სახლი, რომელიც მოქცევის დროს წყლით იფარება

Alliance Group
Alliance Group

ვადენის ზღვა ნიდერლანდების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და მოქცევათა შორისი ზონაა, რომელიც მისი ფლორით მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ამ ადგილს აქვს მაღალი ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მნიშვნელოვანი ტერიტორიაა გადამფრენი ფრინველებისთვის, რის გამოც 2009 წელს ვადენის ზღვის სანაპიროების ნაწილი შეტანილი იქნა „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

სწორედ ამ ადგილასაა აშენებული ხის სახლი, რომელიც იდეალური ადგილია გარემოს კარგად აღსაქმელად და დასათვალიერებლად და ამას გარდა, გადამფრენ ფრინველებს დროებითი თავშესაფრის პოვნაშიც ეხმარება. თუმცა, შენობას ძირითადად მაშველები და ის ადამიანები იყენებენ, რომლებიც ამ ადგილებში გემით მოგზაურობენ.

სახლი ისეთი მასალისგანაა აშენებული, რომელიც მდგრადია ტენიანობის მიმართ და კარგად უძლებს წყალს, რადგან, მოქცევის დროს მისი საყრდენები ფაქტობრივად მთლიანად წყლით იფარება.

პროექტი ნიკო ჰოებეს ეკუთვნის, რომელმაც მაღალი ხარისხის ხე, კერძოდ კი Accoya შეარჩია. Accoya სპეციალურად დამუშავებული ხის მასალაა, რომელიც იდეალურად უძლებს დროსა და გარემო პირობებს. სწორედ ამ მასალამ განაპირობა ის, რომ სახლი უკვე წლებია ვადენის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და იდეალურად ერგება ზღვის მოქცევის პერიოდებს.

ადგილი, რომელზეც ნაგებობაა განთავსებული, Engelsmanplaat-ის სახელით არის ცნობილი და, მცირე ზომის გათვალისწინებით, არ შეიძლება კუნძული ეწოდოს, თუმცა გარკვეულწილად, კუნძულის მაგვარ ტერიტორიას წარმოადგენს.

შენობა მთლიანად ხის კონსტრუქციაა, აქვს მცირე ზომის ოთახი და კედლების გარშემო დატოვებულია სივრცე, რომელიც აივნის ფუნქციებს ასრულებს. სწორედ ამ “აივნიდან” არის შესაძლებელი ზღვის ხედებით ტკბობა და სახლის მთლიანი ესთეტიკის შეგრძნება.

აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ ნიკო პროექტზე მუშაობას დაიწყებდა, ამ ადგილას მსგავსი ნაგებობა უკვე არსებობდა, თუმცა საჭირო იყო მისი ჩანაცვლება უფრო გამძლე და კომფორტული კონსტრუქციით, რომელიც ჰავასა და კლიმატის ცვლილებებს გაუძლებდა.

პროექტი: Niko Hoebe

ფოტოები: Hans den Hartog en Rob Strietman

კონსტრუქტორები: Oosterhof Holman Beton- en Waterbouw and Bouwbedrijf Jelle Bruinsma

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

რატომ მცირდება ტანსაცმლის ზომა რეცხვისა და გაშრობის პროცესში?

რა ძირითადი მახასიათებლები უნდა გავითვალისწინოთ სამზარეულოს ზედაპირის შერჩევამდე?