in

ვინ გამირემონტებს სახლს? – T-Studio-ს ყველა მომსახურება ერთ სივრცეში

IPS
IPS

მშენებლობა, რემონტი და ინტერიერის დიზაინი უამრავ დროს, ენერგიასა და ფინანსებს მოითხოვს. ეს პროცესი ხშირ შემთხვევაში გაწელილი და საკმაოდ შრომატევადია, რომელშიც მოულოდნელი გართულებები ხშირად იჩენს თავს. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს დამოუკიდებლად, პროფესიონალის დახმარების გარეშე ასრულებენ, არაერთ პრობლემას აწყდებიან — მარტო უწევთ სივრცის დაგეგმარება, მასალების მოძიება, დიზაინზე ფიქრი, უამრავი დეტალის გათვალისწინება. მეორე მხრივ, შესაძლოა, მომხმარებელი ინტერიერის დიზაინერის მომსახურებით სარგებლობდეს, თუმცა კვალიფიციური ხელოსნებისა და მუშა ხელის მოძიება მაინც უწევდეს, რათა დიზაინერის ჩანაფიქრი ზედმიწევნით შესრულდეს და სივრცეს სასურველი იერსახე მიეცეს.

დღესდღეობით საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია ისეთ სერვისები, რომლებიც სარემონტო და ინტერიერის დიზაინის მომსახურებას ერთ სივრცეში გვთავაზობს და თითოეული ეტაპის დროულად, წარმატებით შესრულებას უზრუნველყოფს. ქართულ ბაზარზე სწორად ასეთი, გამორჩეული, ახალგახსნილი კომპანიაა T-Studio, რომელიც დამკვეთს სრულ სამშენებლო პაკეტს სთავაზობს – არქიტექტურას, პროექტირებას, სამშენებლო/სარემონტო ხარჯთაღრიცხვას, ინტერიერის დიზაინს.

T-Studio-ს მიზანია, მშენებლობასთან და რემონტთან დაკავშირებული რთული, გრძელვადიანი პროცესები მომხმარებელს მაქსიმალურად გაუმარტივოს და უმაღლესი ხარისხის კომფორტული მომსახურება შესთავაზოს, რაც მთავარია, ბიუჯეტის მინიმალური დანახარჯებით.

კომპანიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელი სრულად ინფორმირებულია სამუშაოების გეგმაზე და ზუსტად იცის, როგორ მიმდინარეობის თითოეული ეტაპი — როდის რა კეთდება, ვინ ასრულებს კონკრეტულ დავალებას, რა რესურსია საჭირო, როგორია პროექტის დასრულების ვადები. ამგვარი გამჭვირვალობა და დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელში დიდ ნდობასა და უსაფრთხოების განცდას იწვევს, რადგან ის აღარ ტყუვდება და სამუშაო პროცესს თვალყურს ადევნებს.

ამასთანავე, T-Studio მაქსიმალურად კომფორტულ და მოსახერხებელ გარემოს უზრუნველყოფს და სამშენებლო, სარემონტო თუ ინტერიერის მოწყობის პროცესს უმტკივნეულოსა და სასიამოვნოს ხდის.  მომხმარებლებს აღარ უწევთ მასალების შესაძენად სიარული, ყველა დეტალის გათვალისწინება და ფიქრი, ხელოსნების მოძიება, მათი ზედამხედველობა. ყველაფერი სწრაფად, მარტივად, ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე კეთდება. ასევე, კომპანია ორიენტირებულია ფინანსების დაზოგვასა და არსებული ბიუჯეტიდან მაქსიმალური შედეგის მიღებაზე, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა.

T-Studio-ს გუნდს გააზრებული აქვს მომხმარებლის საჭიროებები, ამიტომ მაქსიმალურად ერგება მის მოთხოვნებსა და სურვილებს. დრო, ბიუჯეტი, ხარისხი — ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებსაც კომპანია თითოეული პროექტის მიმდინარეობისას ზედმიწევნით ასრულებს. თითოეული სამუშაო დათქმულ ვადაში, დროულად ხორციელდება და დიდი პასუხისმგებლობით, მაღალი ხარისხითა და პროფესიონალური მიდგომით სრულდება. ამგვარად, კომფორტული მომსახურების შეთავაზებით, T-Studio-მ საკმაოდ მცირე პერიოდში მომხმარებელთა კმაყოფილება და ბაზარზე გამორჩეული ადგილი დაიკავა.

[R]

მრავალფეროვანი სახლი მცხეთაში — ინგა ბლესსის ინტერიერი

როგორ გავზარდოთ სივრცე პატარა ოთახში ფერების გამოყენებით?