in

შეიძლება თუ არა მარილმჟავას საწმენდ საშუალებად გამოყენება?

სახლში სანტექნიკისა და სხვადასხვა სახის ზედაპირების დასამუშავებლად ან გასაწმენდად ხშირად ვიყენებთ ქიმიურ საშუალებებს, რომლებიც, ერთი მხრივ, საკმაოდ ეფექტურია, თუმცა ბევრი უარყოფითი თვისებაც აქვთ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

მარილმჟავა სწორედ ის ნივთიერებაა, რომელიც როგორც სანტექნიკის გასაწმენდად, ასევე იატაკის ფილებისა და სხვა ზედაპირების დასასუფთავებლად გამოიყენება და ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ეს მჟავა იდეალური გამწმენდია, რაც ნაწილობრივ მართალია, თუმცა მარილმჟავა შეიცავს უამრავ ტოქსიკურ ნივთიერებას, რომლებთანაც სიფრთხილის ზომების მიღებაა აუცილებელი.

რა შემთხვევაში გამოიყენება მარილმჟავა ან მარილმჟავას ხსნარი?

პირველ რიგში, მარილმჟავა კარგი საშუალებაა აბაზანაში ან სამზარეულოში კერამიკული ფილების გასაწმენდად, რადგან, მისი შემადგენლობის ხარჯზე, ის იდეალურად აშორებს ჭუჭყს და იატაკის საფარს კარგად ასუფთავებს.

ამას გარდა, მარილმჟავას გამოყენება შეიძლება ნიჟარის, საშხაპესა და სხვა სანტექნიკის გასაწმენდად, რადგან მჟავა შეიცავს ჟანგის, მტვრისა და სხვა მსგავსი ნაწილაკების მოსაშორებლად საჭირო ნივთიერებებს.

რატომ არ არის მარილმჟავას შემცველი ნარევების გამოყენება რეკომენდებული?

მარილმჟავა შეიცავს საკმაოდ მძიმე მჟავას, რომელიც საშიშია როგორც სასუნთქი სისტემისთვის, ასევე კანისთვის. მისმა გამოყენებამ შეიძლება ინტოქსიკაციაც კი გამოიწვიოს, ამიტომ, ექიმები გვირჩევენ, რომ იატაკის საფარის ან სხვა ზედაპირების გასაწმენდად მარილმჟავას ხსნარების გამოყენებას მოვერიდოთ.

თუმცა, მარილმჟავას გამოყენებით წმენდა საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა და ყველაზე ხშირად ამ სახის მჟავას მეტლახის გასაპრიალებლად იყენებენ.

ამას გარდა, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ მარილმჟავაში წყლის თვითნებურად შერევა ან უკვე ხსნარის სახით ნაყიდ პროდუქციაში სასმელი წყლის დამატებაც არ შეიძლება, რადგან შეიძლება დაირღვეს ბალანსი, ხსნარში შემავალი ელემენტები ერთმანეთთან ქიმიურ რეაქციებში შევიდეს და საკმაოდ საზიანო გახდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის.

როგორ უნდა დავიცვათ სიფრთხილის ზომები?

თუ მარილმჟავას ან მის შემცველ ხსნარებს იყენებთ, აუცილებლად იქონიეთ პირბადე და სპეციალური ხელთათმანები, რომლებიც ქიმიური ნივთიერებების რეაქციებიდან მაქსიმალურად დაგიცავენ.

წმენდის პროცესში აუცილებელია კარგი სავენტელაციო პირობების შექმნა, კარისა და ფანჯრების გაღება, ოთახის განიავება და ა.შ.

სანამ მარილმჟავას გამოყენებით იატაკის ან სანტექნიკის გასუფთავებას დაიწყებთ, აუცილებლად გაეცანით დამატებით ინსტრუქციებს და გაითვალისწინეთ ისინი.

ზედაპირის გასუფთავების შემდეგ, აუცილებლად გაწმინდეთ ის ნესტიანი ქსოვილით და კარგად გაამშრალეთ ის.

როგორც წესი, მარილმჟავას და მის ხსნარებს იატაკის საფარის გასაწმენდად ვიყენებთ, რაც საკმაოდ ეფექტური მეთოდია, თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ ყველა ის წესი და პირობა, რომელიც ამ მჟავის გამოყენებას ახლავს თავს.

ნეოკლასიკური ინტერიერი ფალიაშვილის ქუჩაზე — ლალი შაშიაშვილის ნამუშევარი

სტანდარტული ბუხრის მონტაჟი – რა უნდა გავითვალისწინოთ?