სტანდარტულთან საშხაპე სისტემასთან შედარებით, ჩასაშენებელი საშხაპე სისტემები საქართველოში უფრო გვიან გამოჩნდა, თუმცა მომხმარებლები ყოველთვის აღნიშნავენ მის ხარისხს, ფუნქციებსა და კომფორტს, რის გამოც უმეტესობა არჩევანს სწორედ ჩასაშენებელ სისტემაზე აჩერებს.
როგორ მუშაობს ჩასაშენებელი საშხაპე სისტემა?
ჩაშენებული საშხაპე სისტემა სტანდარტულისგან იმით განსხვავდება, რომ მთლიანი სისტემის შემადგენელი ნაწილები დაფარულია და ისინი კედელში ან აბაზანის ავეჯის მიღმა იმალება. როგორც წესი, აბაზანის ამ სისტემით მოწყობის შემთხვევაში, გამონაკლისი მხოლოდ ხელსაბანია, თუმცა დღეს უკვე არსებობს მისი ჩასაშენებელი მოდელებიც.
ჩაშენებული საშხაპე სისტემა მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
- სამონტაჟო ყუთი, რომელშიც ტექნიკის ძირითადი ნაწილი მონტაჟდება;
- მილები წყლის ტემპისა და წნევის რეგულირებისთვის;
- საშხაპე აღჭურვილობის მართვის პანელი;
ხშირად თანამედროვე მოდელები აღჭურვილია თერმოსტატითაც, რომელიც აკონტროლებს წყლის ნაკადს, ტემპერატურას და სხვა პარამეტრებს, რაც სახლში დამატებით კომფორტს ქმნის.
ჩასაშენებელი საშხაპე სისტემა შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერი ტიპის კედელზე, ამისთვის საჭიროა მხოლოდ შესაბამისი ჩაღრმავებების გაკეთება და სასურველი ტექნიკის ამ ჩაღრმავებებში დამონტაჟება.
ამას გარდა, სისტემის მონტაჟი შესაძლებელია სპეციალური ტიხრების საშუალებითაც, რომლებიც არ საჭიროებენ დიდ სივრცეს და იდეალურად ერგებიან მცირე ზომის აბაზანის ინტერიერს.
რა უპირატესობები აქვს ჩასაშენებელ საშხაპე სისტემას?
ამ სისტემას აქვს მთელი რიგი უპირატესობები, რომლებიც მას სტანდარტული საშხაპე სისტემისგან საგრძნობლად განასხვავებს.
- ფართო და კომფორტული ზონები – სანტექნიკა არ იკავებს დიდ სივრცეს და თითქმის ყველაფერი კედელშია მოთავსებული;
- გარეგნული უსაფრთხოება – ტექნიკა თვალისგან დამალულ ადგილებშია განთავსებული და ნაკლებად ხვდება ნესტი, წყლის წვეთები და სხვა ნაწილაკები, რამაც შეიძლება სანტექნიკის დაზიანება გამოიწვიოს;
- ელეგანტური და თანამედროვე გარეგნობა – ჩასაშენებელ საშხაპე სისტემებს აქვთ დახვეწილი დიზაინი, ადვილად ერგება ნებისმიერი სახის ინტერიერს, ახასიათებთ მინიმალიზმი და მდიდრული აქცენტები;
რა ნაკლოვანებები აქვს ჩასაშენებელ საშხაპე სისტემას?
ჩასაშენებელ საშხაპე სისტემებში ორ ძირითად ნაკლოვანებას გამოყოფენ, რომლებმაც შესაძლოა გარკვეული სახის დისკომფორტი შეგიქმნათ. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ამ სახის სისტემის მონტაჟი გაცილებით რთულია და დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ხშირად საჭიროა კედლების გათხრა ან ყალბი ტიხრების განთავსება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ამასთან, შეუძლებელია საშხაპის სიმაღლის რეგულირება, რადგან ის ერთ სიმაღლეზეა ჩაშენებული და აქვს სპეციალური დამჭერიც.
თუმცა, იმის გათვალისწინებით თუ რა შედეგს იძლევა და როგორ ცვლის აბაზანის ინტერიერს მსგავსი ტიპის სისტემა, მომხმარებლების უმეტესობა სწორედ ჩასაშენებელ საშხაპეებს ირჩევს.
როგორ უნდა შევარჩიოთ სასურველი საშხაპე სისტემა?
არჩევის დროს გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მარტივია მისი დიზაინი, მით უფრო საიმედოდ მუშაობს ის. კომპლექსურმა და მრავალფუნქციურმა სისტემამ შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნათ როგორც მონტაჟის ეტაპზე, ასევე მის შემდეგაც. შესაძლოა, სისტემის რომელიმე ნაწილი დაზიანდეს ან მწყობრიდან გამოვიდეს, რაც მთლიანად სისტემის მუშაობას შესაფერხებს.
ჩასაშენებელი საშხაპის არჩევისას ეცადეთ, აირჩიოთ „წვიმის შხაპის“ მოდელი, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუ აბაზანაში წყლის მიწოდება მაღალი ტემპით არ ხდება, ამ სახის საშხაპე არ გამოგადგებათ, რადგან მას სჭირდება დიდი რაოდენობით წყალი და ძლიერი წნევა.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჭერზე დამონტაჟებული საშხაპის შეკეთება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე კედელში ჩაშენებულის, რაც დაკავშირებულია სიმაღლესა და მონტაჟის სპეციფიკასთან.
თერმოსტატის არჩევის შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ ის არსებობს მექანიკური და ელექტრონული მოდელების სახით, საიდანაც ელექტრონული უფრო ზუსტი და მარტივად კონტროლირებადია, თუმცა ის მუშაობს დენზე და საჭიროებს დენის მიწოდების მაღალ ტემპს.
ასე რომ, ჩასაშენებელი საშხაპე სისტემა შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც დახვეწილი, მდიდრული და ელეგანტური აბაზანის მოწყობა სურს. სისტემის სწორად შერჩევისა და მონტაჟის შემთხვევაში, თქვენი აბაზანა გაცილებით უფრო დახვეწილ ეფექტებს შეიძენს, თუმცა სასურველი საშხაპე სისტემის შეძენამდე გირჩევთ, გაესაუბროთ ექსპერტებს და არჩევანი თქვენს აბაზანას ინდივიდუალური დიზაინისა და პარამეტრების გათვალისწინებით მოარგოთ.
რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი