in

ფერთა 7 კომბინაცია, რომლებიც ინტერიერის დიზაინს განსაკუთრებით უხდება

სახლში ინტერიერის გასაახლებლად ავეჯისა და სხვა დეკორაციების მთლიანად ჩანაცვლება საჭირო სულაც არ არის. რამდენიმე ახალი ნივთის შეძენა თქვენს სახლს სრულიად ახალ ელფერს შესძენს იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი ავეჯის ფერებს კარგად შეუხამებთ ოთახში არსებულ ფერებს.

ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ ფერთა რამდენიმე კომბინაციას, რომლებიც ერთმანეთს განსაკუთრებით უხდება.

თეთრი და ვარდისფერი

ამ ორი ფერის კომბინაციის გამოყენებას საძინებელში გვირჩევენ, რადგან ისინი ქმნიან მარტივ და სადა დიზაინს, რომელიც ოთახში მშვიდ და ჰარმონიულ ეფექტს მოგიტანთ. თუმცა ამ კომბინაციის გამოყენება მისაღებშიც შეგიძლიათ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ სახლში მინიმალისტური სტილის შექმნა გსურთ.

ორივე მათგანს წესრიგის ეფექტი მოაქვს და განსაკუთრებით უხდება თეთრ ქოთნებსა და მწვანე მცენარეებს. ამას გარდა, ოთახს უფრო დიდსა და ნათელსაც აჩენს.

მწვანე და ნაცრისფერი

სადა ნაცრისფრის ფონზე მწვანე აქცენტები განსაკუთრებულად კარგად აღიქმება და ოთახს დახვეწილობის ეფექტს ანიჭებს. ასევე შესაძლებლობა გაქვთ, გამოიყენოთ მწვანე მცენარეები, რომლებიც დამატებით ჯანსაღ და მრავალფეროვან გარემოს შეგიქმნიან, რადგან ნაცრისფერ ინტერიერს ოთახის მცენარეები განსაკუთრებით უხდება.

მწვანე და ღია ვარდისფერი

ფერების ამ კომბინაციით მიიღება სადა და მინიმალისტური სტილით მოწყობილი ოთახი, რომელიც კლასიკური და მშვიდი სტილის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ.

ლურჯი და ნარინჯისფერი

ამ კომბინაციის შესაქმნელად შეგიძლიათ კედლები ლურჯად შეღებოთ, ხოლო ავეჯი ნარინჯისფერი ფერებითა და აქცენტებით გაამდიდროთ, თქვენი ინტერიერი კი დახვეწილ და ჰარმონიულ სახეს მიიღებს.

წითელი და შავი

ამ ორი ფერის კომბინაციის გამოყენებას განსაკუთრებით სამზარეულოში გვირჩევენ. შეგიძლიათ შეიძინოთ წითელი ფერის ტექნიკა, რომელსაც შავი ფერის კარადებს შეუხამებთ, ან სამზარეულოს შავი ზედაპირი, რომელიც წითელ კარადებს იდეალურად მოერგება.

თეთრი და ყვითელი

ამ ფერებით როგორც კედლის, ასევე ავეჯის შეღებვაც შეგიძლიათ, ასევე შესაძლებელია ისეთი დეკორაციების შეძენა, რომლებიც ოთახში თეთრისა და ყვითლის კონტრასტს მოგცემთ. ამას გარდა, თუ ორივე ფერის საღებავს შეიძენთ, მათი ერთმანეთში შერევაც დახვეწილ და სადა ფერს მოგცემთ, რომელიც კედლებს განსაკუთრებულად მოუხდება.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

მინიმალისტური სტილით შთაგონებული აპარტამენტი სხვენში

როცა ღებვა უბრალოდ სიამოვნებაა – ინტერვიუ ზაზა ხალაძესთან