in

ოკეანის ხედებით შთაგონებელი საცხოვრებელი სახლი კანადაში – Mcleod Bovell Modern Houses-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, კანადაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 1016 კვადრატული მეტრია. პროექტი 2022 წელს არის შექმნილი და მასზე მუშაობისას მთავარი გამოწვევა ისეთი საცხოვრებლის შექმნა იყო, რომელიც განასახიერებდა გარდამავალ მდგომარეობას კონცეპტუალურ და ესქპერიმენტულ პროექტებს შორის.

შენობა გარეუბანში მდებარეობს და ქვიანი სანაპირო ზოლი ესაზღვრება. სახლის ექსტერიერი იმ არსებებით არის შთაგონებული, რომლებიც ამ ტერიტორიებზე არიან დასახლებულები და მათი ფიზიოლოგია ადაპტირებულია სანაპიროს უხეშ და რთულ საცხოვრებელ პირობებზე. კონსტრუქციის ასაშენებლად გამოყენებულია Accoya-ს ხის მასალა და გამძლე ალუმინი, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ქარს, შტორმს და სხვა სახის ბუნებრივ მოვლენებს.

რთული ადგილმდებარეობისა და მეზობელ ეზოებთან მჭიდრო სიახლოვის გამო, არქიტექტორებმა აქცენტი შენობის სიმაღლეზე გააკეთეს, თუმცა ტერიტორიამ დაიტია რამდენიმე დიდი ოთახი, აივნები, მისაღები, სამზარეულო და სხვა ცარიელი სივრცეები, რომლებიც შემდგომში ინტერიერის დიზაინერების მიერ იქნა ათვისებული.

ცვალებადმა კლიმატმა განსაზღვრა ის, რომ სახლი აცოცხლებს სანაპიროს ხასიათსა და ხედებს, ხოლო მის მაცხოვრებლებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ ისინი სადღაც ოკეანესა და ქალაქის ხმაურიან ქუჩებს შორის არიან.

არქიტექტურული ჯგუფი: Mcleod bovell modern houses

ფოტოები: Hufton+Crow

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

LED განათება – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

“ხელოვნება, რომელიც ხალხს სიხარულს ანიჭებს” – ფილიპ სტარკის ცხოვრება და შემოქმედება