in

სამზარეულო ზედა კარადების გარეშე – იდეები შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

სამზარეულო ზედა კარადების გარეშე იდეალურად ერგება მინიმალისტურ ინტერიერს, თუმცა არანაკლებ უხდება კლასიკურ სტილსაც. როდესაც სახლის ამ ნაწილში ზედა კარადები არ გვაქვს, ის უფრო ელეგანტურად გამოიყურება და სივრცეს ვიზუალურად აფართოებს. მაგრამ მას აქვს რამდენიმე უარყოფითი მხარეც, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

კარადების გარეშე დაპროექტებული სამზარეულოს დადებითი მხარეები ის არის, რომ დეკორაციები და ჭურჭელი ღია თაროებზეა განთავსებული, რაც ინტერიერის დიზაინის უკეთ შეხამებაში დაგეხმარებათ. ამას გარდა, თქვენ შეგიძლიათ უამრავი ხარჯისა და რესურსის დაზოგვაც.

მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ კარადებში ინახება ყველა ის ნივთი, რომელსაც შეიძლება ყოველდღიურობაში სულაც არ იყენებთ, ან უბრალოდ არ გსურთ, რომ თვალისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, ღია თაროების შემთხვევაში კი ეს შეუძლებელია.

გთავაზობთ რამდენიმე პროექტს, რომელიც თქვენი სამზარეულოს კარადების გარეშე დაგეგმარებაში დაგეხმარებათ.

მყუდრო და კომფორტული სახლი კუნძულ მალიბუზე

სად შევიძინოთ საახალწლო დეკორაციები? – 13 ადგილი თბილისში