in

ფლორითა და ფაუნით შთაგონებული სანაპიროს სახლი პორტუგალიაში – dEMM Arquitectura-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც გიამბობთ, პორტუგალიის სანაპირო ზოლში მდებარეობს და მისი ფართობი 400 კვადრატული მეტრია. შენობა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად ტურისტულ ზონაშია განთავსებული, რომელიც Comporta-ს სახელითაა ცნობილი.

სანაპიროს სახლი ტყესა და ოკეანეს შორისაა განთავსებული, სადაც პორტუგალიის ფლორა და ფაუნა ერთმანეთს ერწყმის. პროექტის შექმნის დროს არქიტექტორებისთვის შთაგონების წყარო სწორედ ეს ულამაზესი ბუნება გახლდათ, რომელიც მდიდარია მწვანე მცენარეებითა და სხვადასხვა ენდემური ჯიშებით.

სახლის კედლები ძირითადად მინისაა და ხის სახურავი აქვს, თუმცა თითოეული ოთახიდან სანაპიროს ხედებით ტკბობაა შესაძლებელი. სივრცე მაქსიმალურად ღიაა და მცენარეებს საშუალებას აძლევს, რომ სახლთან რაც შეიძლება ახლოს გაიზარდონ.

პირველი სართული ორ ბეტონის საყრდენზე დგას. სახლის ამ ნაწილში სამზარეულო და მისაღები ოთახებია გაერთიანებული, რომლებიც გარე სივრცეს, შიდა ეზოებსა და აუზს აკავშირებს, რაც ექსტერიერსა და ინტერიერს შორის ერთგვარ უხილავ გადასვლას ქმნის.

ტერასები, აივნები და აუზი შექმნილია ბუნების სილამაზის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად და ინტერიერის გასამდიდრებლად. ტყე, რომელიც სახლს აკრავს გარშემო, ისეთ შეგრძნებას ქმნის, თითქოს, საცხოვრებელი მთლიანად სიმწვანეშია ჩაფლული.

დიდი ზომის ფანჯრები და მაქსიმალურად ღია სივრცეები უზრუნველყოფს სახლში სინათლისა და მზის სხივების უწყვეტ რეჟიმში შემოსვლას, რაც შენობას დამატებით ჰარმონიას უქმნის.

რაც შეეხება მასალას, გამოყენებულია ბეტონი. შენობას აქვს უნიკალური ტექსტურირებული ხის იატაკი და ჭერი, ექსტერიერში კი გამოყენებულია ფოლადიც.

Architects: dEMM Arquitectura

Photographs:FG+SG | Fernando Guerra

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

როგორ გავწმინდოთ ჭურჭლის სარეცხის მანქანა? – 3 მარტივი მეთოდი

სიმსუბუქითა და ესთეტიკური მრავალფეროვნებით შექმნილი დიზაინი — ინტერვიუ „Hiro Interiors“-ის დამფუძნებლებთან