ვიწრო, სამ სართულიანი სახლი, რომელიც ამერიკაში მდებარეობს, 13 ჰექტარზეა აშენებული და მისი საერთო ფართობი 3500 კვადრატული მეტრია. პროექტი ტყესა და მდელოს შორის არის განთავსებული და ადგილობრივი ბუნებითაა შთაგონებული.
შენობას აქვს დიდი და თხელი ფანჯრები, კედლები ისეა დაპროექტებული, რომ ერთგვარ გამტარს ქმნის სახლსა და გარე სივრცეს შორის. ოჯახი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს, ყოველდღიურ კონტაქტში შედის მიწასთან, ტყესთან და მის გარშემო სეზონების მიხედვით ცვალებად ბორცვებთან.
სახლი აშენდა ისეთ ნიადაგზე, რომელიც მდიდარია ხეებით. სახურავის სისქე მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი სითბოს დაგროვებას, აქვს ორი ვერანდა და კედლებში ჩაშენებული პანელები, რომლებიც საცხოვრებელს წვიმისგან იცავენ.
პროექტის დაგეგმარებისას გათვალისწინებული მხოლოდ საძინებელი და აბაზანა იყო, ხოლო მისაღები, სამზარეულო, ბიბლიოთეკა და სხვა ოთახები დარჩენილ, თავისუფალ სივრცეებში განთავსდა.
ოთახების დაგეგმვის დროს, არქიტექტორებმა სახლის მეპატრონეების სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეს. მათ ორი გზა ჰქონდათ ასარჩევად: ან საძინებელი და აბაზანა მესამე სართულზე უნდა ყოფილიყო, რაც ტყის ხედებით ზემოდან ტკბობის შესაძლებლობას იძლეოდა, ან პირიქით – პირველ სართულზე, რათა ოთახები ტყისა და მდელოს სილამაზით ყოფილიყო გარშემორტყმული. საბოლოოდ, არჩევანი პირველ სართულზე შეჩერდა.
ნახაზით გათვალისწინებული ოთხი გეოთერმული ჭაბურღილი უზრუნველყოფს საკმარის ენერგიას მთელი სახლის გასათბობად და გასაგრილებლად. სახლისთვის გამოყენებული მასალა არის სტანდარტული სახის, მაღალი ხარისხის ხე და კედარი, რომელიც წვიმის ბარიერების შესაქმნელად გახდა საჭირო. დიდი ფანჯრები მინიმუმამდე ამცირებს ხელოვნური განათების საჭიროებას. ოჯახი ამბობს, რომ ზამთრის მზიან დღეებში მთელი სახლის გასათბობად მხოლოდ მზის ბუნებრივი სინათლეც კი საკმარისია.
არქიტექტურული სტუდია: nArchitects
ფოტოები: Michael Moran, Frank Oudeman
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”