in

მაგნიტური არხის განათება – რა არის და როგორია მისი მონტაჟის სპეციფიკა?

IPS
IPS

მაგნიტური არხის განათება არის ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც განკუთვნილია თანამედროვე სივრცეებისთვის და იძლევა კედლის ან ჭერის როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური განათების შესაძლებლობას. ამ სახის განათება გამოირჩევა მონტაჟის მარტივი სპეციფიკით, რომელსაც სახლის პირობებში დახმარების გარეშეც შეძლებთ.

რა არის მაგნიტური არხის განათება და როგორ მუშაობს ის?

ამ სახის განათება დგას სპეციალურ ფუძეზე, რომელსაც დამატებული აქვს მაგნიტები. როგორც წესი, კომპლექტი შედგება ალუმინის გარსისგან, რომელსაც თან ახლავს სპილენძის ნაწილები და რკინის ფურცელი. ამ ყველაფრის ურთიერთქმედების შედეგად მიიღება ერთგვარი ზოლი, რომელსაც ემაგრება სპეციალური მაგნიტური სანათები. რკინა მაგნიტს ავტომატურად იზიდავს და მის დასამონტაჟებლად დამატებითი მოწყობილობები არ არის საჭირო, სწორედ ამაში მდგომარეობს ამგვარი განათების სიმარტივე.

შესაბამისად, იმისთვის, რომ ამ ტიპის განათებამ გამართულად იმუშაოს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაგნიტური ზოლი, ე.წ „რელსი“, რომელზეც შემდგომში ნათურები მაგრდება.

მაგნიტურ ზოლზე შეიძლება დამონტაჟდეს სხვადასხვა ზომისა და ფერის მქონე ნათურები. ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან თქვენთვის სასურველი კუთხით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ჰორიზონტალური, ვერტიკალური, კვადრატული ან სხვა ფორმის დიზაინი.

როგორია მაგნიტური არხის ნათურის ზომა?

არსებობს რამდენიმე განსხვავებული ზომის განათება, რომლებიც დამოკიდებულია უშუალოდ არხის სიგრძესა და სიგანეზე. ძირითად შემთხვევაში ვხვდებით 15მმ სიგანისა და 35მმ სიგრძის ნათურებს, რომლებიც პოპულარულია საძინებლების, სასადილო ოთახების, ოფისებისა და სხვა მსგავსი ტიპის ოთახის განათებისთვის.

სად შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ სახის განათება?

მაგნიტური არხის განათების გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ ოთახში, იქნება ეს საძინებელი, სამზარეულო, აბაზანა თუ მისაღები ოთახი. ფუნქციური თვისებების გარდა, იდეალურად ერგება ნებისმიერი სახის ინტერიერს და მისი დიზაინი უმეტესწილად თქვენს ინდივიდუალურ სურვილებზეა დამოკიდებული.

რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ მაგნიტური არხის განათება?

საუკეთესო შემთხვევაში, მაგნიტური არხის განათებას უნდა ჰქონდეს მონტაჟის მარტივი და სწრაფი სპეციფიკა, მაგნიტურ ზოლზე შესაძლებელი უნდა იყოს სასურველი რაოდენობის ნათურების დამონტაჟება, რაც უკვე ზოლის სიგრძესა და სიგანეზეა დამოკიდებული და რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა შეირჩეს მისი ხარისხიც, რადგან ბაზარზე ამ სახის განათების უამრავი მოდელი არსებობს.

როგორი ფორმის განათების სისტემა შეგვიძლია შევქმნათ?

როგორც წესი, მაგნიტური არხის განათებას 4 ფორმა აქვს. პირველი მათგანი კვადრატის ან მართკუთხედის ფორმისაა, მეორეს ლათინური U-ს ფორმა აქვს, ანუ მხოლოდ ცალი მხრიდან არის ღია, არსებობს L ფორმის მაგნიტური არხის განათებაც და თუ მხოლოდ ჰორიზონტალური ან ვერტიკალური სახის განათება გსურთ, შეგიძლიათ I-ს მსგავსი დიზაინის მქონე განათების შეძენაც.

მისაღებ ოთახსა და ოფისებში ძირითადად კვადრატული ან მართკუთხა ფორმის განათებას იყენებენ.

რამდენად უსაფრთხოა მაგნიტური არხის განათება?

განათების ეს მოდელი ყველაზე მეტად პოპულარული და ცნობილი სწორედ მისი უსაფრთხოების ხარჯზეა. იმის გამო, რომ ისინი მონტაჟისთვის განსაკუთრებულ ხელსაწყოებსა და დენის წყაროებს არ საჭიროებენ და ნათურები პირდაპირ ემაგრება ე.წ განათების ზოლს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დენის მაღალი ძაბვის მოვარდნის, კვამლის ან ცეცხლის გაჩენის და სხვა მსგავსი ტიპის საშიშროება თითქმის არ არსებობს.

როგორია მაგნიტური არხის განათების მონტაჟის სპეციფიკა?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნათურის არხზე დამაგრება საკმაოდ მარტივია. ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ სასურველია თითოეული ნათურა ერთმანეთს დაახლოებით 40-60 სანტიმეტრით დააშოროთ.

აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ განათების ე.წ ჩასაშენებელი სისტემაც, რომელიც ჭერის მონტაჟის პროცესში უნდა გაკეთდეს.

როგორია მაგნიტური არხის ღირებულება საქართველოში?

შეიძლება ითქვას, რომ ამ განათების ერთადერთი უარყოფითი მხარე მისი ღირებულებაა, რადგან, სტანდარტულ განათებასთან შედარებით, უფრო ძვირი ღირს. მხოლოდ ნათურის ღირებულება საშუალოდ 60 ლარიდან იწყება და შესაძლოა 200-300 ლარამდე გაიზარდოს, ხოლო თავად არხისა და ფუძის ღირებულება 100-150 ლარიდან იწყება.

შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგნიტური არხის განათება სტანდარტული განათების თანამედროვე, უსაფრთხო და დახვეწილი ჩანაცვლებაა, რომელიც იდეალურად ერგება ნებისმიერი სახის ინტერიერს, თუმცა მის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ მისი ღირებულება, რომელიც სხვა სახის ნათურებთან შედარებით უფრო მაღალია.

სახლი ტყესა და მდელოს შორის – nArchitects-ის პროექტი

ბოჰემური სტილით შთაგონებული ბინა თამარაშვილის ქუჩაზე — მარიამ დემეტრაშვილის ნამუშევარი