in

ყველა დროის 10 გამორჩეული სავარძელი მსოფლიოში

გარდა იმისა, რომ სკამებსა და სავარძლებს უმთავრესი – დასაჯდომი – ფუნქცია აქვთ, ისინი ძალიან დიდ გავლენას ახდენენ სახლის ინტერიერის დიზაინის ჩამოყალიბებასა და გახალისებაზე. სწორად შერჩეულ ავეჯს შეუძლია ბინის დიზაინის სქემა ერთიორად  გააუმჯობესოს, შეცვალოს ფერთა პალიტრა, გაზარდოს ან პირიქით, შეამციროს სივრცე. AD100-ს სიის წამყვანმა არქიტექტორებმა მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული სავარძლები შეარჩიეს, რომლებმაც ინტერიერის დიზაინის ისტორია შეცვალეს და  თავიანთი ტექსტურითა და დიზაინით დღემდე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ.

1.Billy Baldwin Studio-ს დაბალი სავარძლები

Billy Baldwin Studio კომპანიაა, რომელიც ინტერიერის დიზაინსა და დეკორაციებზე მუშაობს. სავარძლის ეს მოდელი “slipper chair”-ის სახელწოდებითაა ცნობილი, ვინაიდან მაშინ, როცა ამ ტიპის სავარძლების წარმოება დაიწყო, ქალებს საკუთარ ბუდუარებში მსახურები მოსავდნენ. ფეხსაცმლის ჩასაცმელად ქალბატონები ამ დაბალ, გადახრილი საზურგის მქონე სავარძლებზე წვებოდნენ ხოლმე, რათა მსახურებს მათთვის ფეხსაცმელი ჩაეცვათ. Billy Bladwin Studio-ს ეს მოდელი ერთ-ერთი აღსანიშნავი  და დახვეწილი”slipper chair”-ის სავარძლების დუეტია.

 

2. Aesthetic Decor- -ის ხელნაკეთი სავარძლები

 

1205 Bobbin chair – Aesthetic Decor-ის ეს ხის  სავარძლები საკმაოდ ცნობილი და მოთხოვნადია. ისინი ლოს-ანჯელესთან ახლოს მზადდება და რაც ყველაზე საინტერესოა, ხელნაკეთია.

 

3. Green River Project-ის მწვანე სკამი

ეს საკულტო ხის სკამი მოქანდაკისა და მხატვრის – აარონ ოჟლასა (Aaron Aujla) და ბენ ბლუმსტეინის კოლაბორაციის შედეგია, რომელიც 2017 წელს დამზადდა, თუმცა რამდენჯერმე იცვალა სახე და პუბლიკას 2019 წელს წარედგინა.

 

4. რაიან ბელის სავარძელი

რაიან ბელის ეს ხასხასა სავარძელი ლოს-ანჯელესის BelliBelliBelli-ს კომპანიის სტუდიაში, მის მიერ ხელითაა დამზადებული.

 

5.ეილინ გრეის შავ-წითელი სავარძელი

“Transat”-ასე ეწოდება ეილინ გრეის წითელ და შავ ფერებში გადაწყვეტილ სავარძელს, რომლის დიზაინიც 1925 წელს შეიქმნა, თუმცა აქტუალობას დღემდე არ კარგავს.

6. ვერნერ პანტონის სავარძელი 

 

ვერნერ პანტონმა, ლეგენდარულმა დანიელმა ავეჯის დიზაინერმა ეს დიზაინი კომპანია “ვიტრასთვის” შექმნა. პოლიპროპილენისგან დამზადებული ეს ტანწერწეტა სავარძელი რამდენიმე ფერშია შემოთავაზებული, თუმცა თავად ავტორის აზრით, თეთრი მის ხასიათს ყველაზე უკეთ გამოხატავს.

7. გერიტ რიტველდის სავარძლის დუეტი

“637 Utrecht” – ასე ეწოდება ამ ფერადი სავარძლების მოდელს, რომელიც დიზაინერმა გერიტ რიტველდმა კომპანია “Metz&Co.”- სთვის 1935 წელს შექმნა. 1988 წლიდან ის ფართოდ იწარმოება და ინტერიერის დიზაინერის მოყვარულთა უაღრესი სიმპატიითაც სარგებლობს.

8.გერიტ რიტველდის ხის სკამები

ჰოლანდიელ დიზაინერს ავეჯის უამრავი ცნობილი დიზაინი ეკუთვნის, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეს ხის სკამებია ზიგზაგის ფორმითა და თითბრის ჭანჭიკებით წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ის რიტველდმა დაახლოებით 1934 წელს შექმნა ჩვეულებრივი შეშისგან.

9.ნოე დუშაფურ-ლოურენსის სარწეველა სკამები

ამ სკამებზე მუშაობისას ნოე დუშაფურ-ლოურენსის მიზანი კლასიკური ამერიკული სარწეველა სკამის რემოდელიზაცია და განახლება იყო. როგორც თვითონ აღნიშნავს, ინსპირაცია უინძორების კლასიკური ავეჯის სტილისგან აიღო და შედეგად დამკვეთი კომპანიის,  “Bernhardt Design”-ისთვის ეს გლუვი ზედაპირის, მომრგვალებული სარწეველები შექმნა.

10. ჟან-მიშელ ფრანკისა და ადოლფ შანუს ერთობლივი ტყავის სავარძელი

ლეგენდარული ინტერიერის დიზაინერის, ჟან-მიშელ ფრანკისა და მისი პარტნიორის, ადოლფ შანუს ერთობლივი პროექტის მიხედვით შექმნილ ამ სავარძლებს დღეს Ecart International აწარმოებს.  ის სრულად გამოხატავს შემქმნელთა მიდრეკილებას მინიმალიზმისა და სიმარტივისადმი, რამაც შესაძლოა საბოლოოდ დახვეწილი და გამორჩეული პროდუქტი შექმნას.

გლდანიპოლი – “ურბანული ექსპერიმენტების” მიერ შექმნილი შემეცნებითი თამაში ქართულ რეალობაზე

4 ბინა ვ. სარაჯიშვილის ქუჩაზე