in

სახლის პროექტირება და რემონტი საახალწლო პერიოდში — რომელ კომპანიას მივმართო?

სახლის რემონტი და პროექტირება მუდმივად აქტუალური და მოთხოვნადი თემაა, რომელიც უამრავ დროს, ენერგიას, ფინანსებს, ფიქრსა და ანალიზს მოითხოვს. ძალიან რთულია დამოუკიდებლად გაუმკლავდე სარემონტო სამუშაოებს; მოიძიო შესაბამისი  პროფესიონალები, რომლებიც კეთილსინდისიერად მოგემსახურებიან; შეარჩიო ხარისხიანი, მდგრადი მასალები; შეეცადო ბიუჯეტი სწორად გათვალო, მაქსიმალურად  მოერგო არსებულ ფინანსებს და თავიდან აირიდო უამრავი შეცდომა თუ გაუთვალისწინებელი მოვლენა. ეს ის მცირე საკითხებია, რომლებიც რემონტსა და სახლის განახლებას ახლავს თან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის მშენებლობა თავიდან გიწევთ, საქმე კიდებ უფრო რთულდება, რადგან ამ ყველაფერს არქიტექტურული, პროექტირებისა და სამშენებლო ნაწილიც ემატება.

ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს ინტერიერის დიზაინი, რაც მშენებლობისა და რემონტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან მხოლოდ სწორად დაგეგმარებული ინტერიერი უზრუნველყოფს ფუნქციურად გამართულ, ერგონომიულ სივრცეს, რომელიც  შემდგომში კომფორტული და მოსახერხებელი ცხოვრების მთავარი  განმაპირობებელია. ამიტომ, ამ პროცესში არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან, ხელოსნებთან ერთად, ინტერიერის დიზაინერის დახმარებაც დაგჭირდებათ. კვალიფიციური, სანდო და გამოცდილი კადრების მოძიება კი მარტივი ნამდვილად არაა. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, უპირატესობა ისეთ კომპანიებს ენიჭება, რომლებიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის სერვისს და მომხმარებლებს მაღალი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

წინა საახალწლო პერიოდი ახალი ნივთების შესაძენად და სახლის გასარემონტებლად იდეალური დროა, რადგან სადღესასწაულოდ უამრავი კომპანია ფასდაკლებებს, შეთავაზებებს, აქციებსა და საჩუქრებს გვთავაზობს, რაც საგრძნობლად ზოგავს ფინანსებს. ამის გამო, ადამიანთა უმეტესობა მასშტაბურ ცვლილებებს სწორედ საახალწლო პერიოდს უკავშირებს და მთელი წელი ამ თარიღისთვის ემზადება.

საქართველოს ბაზარზე რამდენიმე კომპანია არსებობს, რომლებიც სრულ სარემონტო-სამშენებლო მომსახურებას გვთავაზობს, თუმცა გამორჩეულ ადგილს T-Studio იკავებს, რომელიც სრულ სამშენებლო პაკეტს მოიცავს —  არქიტექტურას, პროექტირებას, სამშენებლო/სარემონტო ხარჯთაღრიცხვასა და ინტერიერის დიზაინს.

დაარსების დღიდან კომპანიის მიზანია,  მშენებლობასთან და რემონტთან დაკავშირებული რთული, გრძელვადიანი პროცესები მომხმარებელს მაქსიმალურად გაუმარტივოს და უმაღლესი ხარისხის კომფორტული მომსახურება, ბიუჯეტის მინიმალური დანახარჯებით შეასრულოს.

აღსანიშნავია, რომ T-Studio წინასაახალწლოდ მომხმარებელს საინტერესო შეთავაზებას სთავაზობს — ისინი, ვინც 31 დეკემბრამდე კომპანიის მომსახურებით ისარგებლებენ, დაიწყებენ სარემონტო სამუშაოებს ან დაჯავშნიან სასურველ პერიოდს, საჩუქრად 65- ინჩიან ტელევიზორს მიიღებენ და განახლებულ სახლს ახალი ტექნიკით შეხვდებიან.

ამას გარდა, კიდევ ერთი უპირატესობა, რომელსაც კომპანია გვთავაზობს, სამუშაოების გეგმაზე, მიმდინარეობასა და პროექტის დასრულების ვადებზე მომხმარებლის სრული ინფორმირებაა. რაც ნდობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების გარანტია. მომხმარებელს ზუსტად ეცოდინება ბიუჯეტი, პროექტის დასრულების თარიღი და თითოეული შემადგენელი ეტაპი. ამგვარად,  თუ საახალწლო პერიოდში მშენებლობასა და სახლის რემონტს გადაწყვეტთ, T-Studio ერთ სივრცეში ხარისხიან, სანდო მომსახურებასა და საინტერესო საჩუქრებს გპირდებათ.

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფერადი ინტერიერი ბაგებში — თამა კალანდიას ნამუშევარი

ახალი წელი ახალი ავეჯით — იდეები სრული განახლებისთვის „კომფორტერისგან“