in

როგორ მოვაშოროთ ცხიმის ლაქები ღუმელს? – 3 მარტივი მეთოდი

ღუმელი სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ტექნიკაა, თუმცა ხშირად მისი გაწმენდა რთულ და ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული. კერძის მომზადების დროს ზედაპირზე ჩნდება ცხიმის ლაქები, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ხმება და კიდევ უფრო ართულებს გაწმენდის პროცესს.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ 3 მარტივი მეთოდის შესახებ, რომელთა დახმარებითაც თქვენი ღუმელის გასუფთავებას სახლის პირობებში შეძლებთ.

  1. სოდა 

შეურიეთ 1 ჭიქა სოდა, ½ ჭიქა წყალი და 2 სუფრის კოვზი ძმარი და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევის ნახევარი წაუსვით კონკრეტულ ადგილებში, სადაც ცხიმის ლაქებს ხედავთ, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჭურჭლითვე მოათავსეთ ღუმელში და ჩართეთ დაახლოებით 100 გრადუს ტემპერატურაზე, 40 წუთის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ღუმელი გაცივდება, გამოიყენეთ ნესტიანი ქსოვილი მის გასაწმენდად.

  1. ლიმონის ხსნარი

ხუთი ცალი ლიმონი გაჭერით შუაზე, გამოწურეთ წვენი და მოათავსეთ ღუმელში, რომელიც უნდა დატოვოთ 250 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. ლიმონის წვენი მოქმედებს როგორც ორთქლის გამწმენდი საშუალება. მას შემდეგ რაც ღუმელი კარგად გაცივდება, გაწმინდეთ ნესტიანი ქსოვილით.

  1. ძმარი

შეურიეთ ½ ჭიქა ჭურჭლის თხევადი სარეცხი საშუალება და ½ ჭიქა სოდა, რომელსაც დაუმატებთ ¼ ჭიქა ძმარს. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წაუსვით ღუმელს. სასურველია, რომ ნარევი ცხიმის ლაქებზე დარჩეს მთელი ღამის განმავლობაში, ხოლო მეორე დღეს შეგიძლიათ ის სუფთა წყლის გამოყენებით გაწმინდოთ.

 

დაბოლოს, იმისთვის, რომ თქვენი ტექნიკის გაწმენდის პროცესი მაქსიმალურად გაგიმარტივდეთ, სჯობს მისი გაწმენდის გზები და დამატებითი ინსტრუქციები გაარკვიოთ ღუმელის შეძენის პროცესშივე, რათა თავიდან აირიდოთ მოულოდნელი პრობლემები.

ტექსტურირებული საღებავი – რა არის და რა უპირატესობები აქვს მას სტანდარტულ საღებავებთან შედარებით?

Iittala – ფინური ბრენდი სკანდინავიური ესთეტიკით