in

1182 წელს აშენებული ვინტაჟური ვილა იტალიაში

Banner M2
Banner M2

შემოდგომის დასაწყისში დიზაინერმა პაოლო კასტელარინმა და მისმა მეუღლემ ახალი საცხოვრებელის შეძენა გადაწყვიტეს, რომელიც იტალიაში მდებარეობს და უკვე რამდენიმე ასწლეულია ხელუხლებლად არსებობს.

დიდი ხნის წინ ეს სახლი აყვავებული სასოფლო-სამეურნეო ცენტრი იყო. შენობა 1182 წელს აშენდა და სასახლის მსგავსი პროექტი ჰქონდა. კასტელარინის თქმით, მან სახლი 2018 წელს აღმოაჩინა, როდესაც მილანის მახლობლად ეძებდა აგარაკს, სადაც მეგობრებთან ერთად შეძლებდა დასვენებას.

საბედნიეროდ, ექვს ოთახიან სახლს რესტავრაცია არ სჭირდებოდა, რადგან სახლი საკმაოდ მყარი მასალითაა აშენებული და სიძველის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ დაზიანებულა. დიზაინერმა მხოლოდ ავეჯი შეცვალა და ვინტაჟურ მაღაზიებსა და ბაზრობებზე ნაპოვნი სავარძლები, მაგიდები და ჭაღები დაამატა ინტერიერს.

მისაღებ ოთახში განთავსებული სავარძლები ვინტაჟურია, ხოლო ჭაღი XIX საუკუნეში, საფრანგეთშია შექმნილი. ხალიჩა 1940 წლით არის დათარიღებული. მისაღების მსგავსად, თითქმის ყველა ოთახი ვინტაჟური სტილის ავეჯითა და ნივთებითაა შევსებული.

აუზის მხარეს ვხვდებით თუჯის მაგიდასა და სკამებს, რომლებიც ავეჯის HK Living-ის კოლექციიდანაა. კასტელარინი ცდილობდა სახლის ხასიათი და ისტორია მაქსიმალურად შეენარჩუნებინა, ამიტომ ერიდებოდა თანამედროვე  ელემენტების დიდი რაოდენობით გამოყენებას.

სახლის ერთ ნაწილში სამუშაო სივრცეა მოწყობილი და იატაკზე 1930 წელს ინდოეთში შექმნილი ვინტაჟური ხალიჩაა მოთავსებული, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ბაზრობაზეა ნაპოვნი.

დივანი მარსელ უონდერსის კოლექციიდანაა, ბრინჯაოს ჭაღი კი ანტიკვარული ნივთია. აქვეა სპარული ხალიჩაც, რომელიც 1940-იან წლებშია შექმნილი. აღსანიშნავია, რომ სახლში რამდენიმე ხალიჩას ვხვდებით და თითოეული მათგანი გასული საუკუნით არის დათარიღებული.

სტუმრების საძინებელი ინდოეთიდან ჩამოტანილი ქსოვილითაა გაფორმებული, სანათი და ჭაღი ფრანგული ანტიკვარიატია. სახლს რამდენიმე საძინებელი აქვს, რადგან კასტელარინი აქ ძირითადად მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ჩამოდის.

თითოეული საძინებელი ძვირადღირებული ნივთებითაა გაწყობილი. ერთ-ერთ მათგანში Hermes-ს თეთრეულსა და 1930 წელს დამზადებულ ხის საწოლებს ვხვდებით.

აბაზანის კედლები ტრავერტინითაა დაფარული, პირვანდელი სახე მთლიანად აქვს შენარჩუნებული და მხოლოდ საშხაპე ფარდა აქვს დამატებული, რომლის დიზაინიც ნატალია პეპეს ეკუთვნის. სარკეც, ისევე როგორც სხვა ნივთები, ანტიკვარულია.

ტერასაზე 1930 წელს შექმნილი სკამები და მაგიდაა განთავსებული, ჭაღი კი 1970-იანი წლებით არის დათარიღებული. სახლის ამ ნაწილიდან ხედი იტალიის ბუნებაზე იშლება და იდეალური ადგილია ზაფხულის თბილ პერიოდში.

სად ვიყიდო საახალწლო დეკორაციები სახლიდან გაუსვლელად?

„HEY“-ს კონცეპტუალური მაღაზიის დიზაინი კავსაძის ქუჩაზე — Studio2AM-ის ნამუშევარი