პირველი შთაბეჭდილება ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ როდესაც საქმე სახლის მოწყობას ეხება, ექსტერიერი არ უნდა გამოგვრჩეს. ფერები აყალიბებენ ხასიათს, რომლის გამოხატვაც თქვენს საცხოვრებელში გსურთ. მიუხედავად ამისა, ფერთა ტონალობების სწორად შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან დღეს ბაზარზე საღებავების მრავალფეროვნებაა და მათი შეძენის დროს უამრავ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, მათ შორის იმასაც, თუ როგორ გამოიყურება კონკრეტული ფერი წელიწადის სხვადასხვა სეზონზე.
მაგალითისთვის, თეთრი ფერი ექსტერიერში ყოველთვის პოპულარულია, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე ფერი, რომელთა კომბინაციაც საინტერესო და მრავალფეროვან ექსტერიერს ქმნის. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ფერს, რომელთა გამოყენებასაც დიზაინერები ყველაზე ხშირად გვირჩევენ.
ლურჯი
ლურჯი სახლს ინდივიდუალიზმს ანიჭებს, ასე რომ მისი ღია და მუქი ტონალობების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არჩევანია. ამას გარდა, ეს ფერი ექსტერიერს ელეგანტურ ხასიათს სძენს და მდიდრულ სტილს ქმნის.
კრემისფერი
კრემისფერი განსაკუთრებით უხდება ყავისფერ ან შავ ფერებს. შეგიძლიათ ეს ტონი კედლების, ხოლო შედარებით მუქი ელფერები კი სახურავებისა და ფანჯრების შესაღებად გამოიყენოთ.
მუქი მწვანე
მწვანე ფერისა და თიხისფრის კომბინაციას დიზაინერები „დედამიწის ფერებს“ უწოდებენ. ეს კომბინაცია სახლში სიმწვანისა და ბუნების ეფექტებს ქმნის, რაც იდეალურად აისახება თქვენს კომფორტსა და სიმყუდროვეზე.
თეთრი
თეთრი ფერი მუდმივად აქტუალურია, რადგან სადა და მინიმალისტური სტილის შექმნის შესაძლებლობას ყველაზე მარტივად იძლევა. დიზაინერები თეთრ ფერთან ნაცრისფერი ან მუქი მწვანე აქცენტების გამოყენებას გვირჩევენ.
ვარდისფერი
ეს ფერი განსაკუთრებით უხდება თეთრ დეტალებსა და მწვანე მცენარეებს. თუ თქვენს სახლს ბაღი ან ეზო აქვს, სადაც მწვანე მცენარეები ხარობენ, ვარდისფრისა და თეთრის კომბინაცია უნდა სცადოთ.
შავი
შავი ფერი დახვეწილ და ელეგანტურ სტილთან ასოცირდება, რომელიც, საბოლოო ჯამში, სახლს თანამედროვე ხასიათს უქმნის. ვარდისფრის მსგავსად, შავ ფერთან დიზაინერები მწვანე და თეთრ აქცენტებს გვთავაზობენ.
ნაცრისფერი
ნაცრისფერი სიმშვიდესთან და ჰარმონიასთან ასოცირდება. როდესაც სახლის ექსტერიერი ღია ნაცრისფერ ტონებშია გადაწყვეტილი, სტუმრებში ის თბილ და მეგობრულ განცდას აღძრავს.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი