in

რა ფაქტორები განაპირობებს მშვიდ საცხოვრებელ გარემოს მრავალბინიან კომპლექსში?

ქალაქში ცხოვრება ქაოსთან და ხმაურთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსებში ბინადრობს, სადაც მშვიდი და მყუდრო გარემოს შექმნა ზოგჯერ საკმაოდ რთულია. ახალი სახლის შეძენისას ყველაზე მნიშვნელოვანი კომფორტული და სასიამოვნო საცხოვრებლის შერჩევაა, რაც დიდწილად, კორპუსის მდგომარეობაზე, მასალებსა და კეთილმოწყობაზეა დამოკიდებული. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც მრავალბინიან კომპლექსში მშვიდი გარემოს შექმნაში გვეხმარება.

უსაფრთხოება — უპირველესად, კომპლექსი დაცული და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი უნდა იყოს. ვიდეო კონტროლი, სიგნალიზაცია, სახანძრო სისტემები თუ უსაფრთხოების კომპანიასთან მუდმივი კომუნიკაცია, მაცხოვრებელს თავს ბევრად მშვიდად აგრძნობინებს. ამიტომ, გირჩევთ, თანამედროვე მრავალბინიან კომპლექსში ბინის შეძენამდე, პირველ რიგში, უსაფრთხოების სტანდარტი შეამოწმოთ და მხოლოდ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გააკეთოთ საბოლოო არჩევანი, რათა მომავალში მუდმივი შიში და შფოთვები თავიდან აირიდოთ.

იზოლაცია — იმისათვის, რომ მეზობლებისა და გარედან შემოსულმ ხმაურმა არ შეგვაწუხოთ, აუცილებელია ხმის იზოლაციის მაღალი ხარისხი და ეფექტურობა.  ამიტომ, საცხოვრებელში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კარ-ფანჯრების, კედლისა  და საიზოლაციო მასალების მდგომარეობას, რათა მომავალში ამ მხრივ პრობლემები არ შეგექმნათ.

ეკოლოგიური და ხარისხიანი მასალები — შესაძლოა, ბინით მოიხიბლოთ, მაგრამ ყურადღების მიღმა დაგრჩეთ მასალების სიჯანსაღე და ეკოლოგიურობა, რაც მომავალში სიმშვიდესა და მყუდროებას აუცილებლად დაგირღვევთ. არაჯანსაღი პროდუქტი ჰაერის დაბინძურებას, სახიფათო გარემოს და ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს.  უხარისხო მასალები კი ძალიან მალე გაფუჭდება და სირთულეებს შეგიქმნით. ამიტომ უმჯობესია, თავიდანვე სწორად შეარჩიოთ კომპლექსი და ინვესტიცია მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან კეთილმოწყობილ ბინაში ჩადოთ, რათა თქვენს მშვიდ ცხოვრებას საფრთხე არ შეექმნას.

ადგილმდებარეობა — დღესდღეობით საკმაოდ რთულია თბილისში მშვიდი, ქალაქის ხმაურისა და დაბინძურებისგან დაცული ადგილის შერჩევა, მაგრამ არსებობს საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ამავდროულად ბუნებასთან ახლოსააცაა. ეს კი ჩვენს კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე უდიდეს გავლენას ახდენს. შესაბამისად, გარდა შენობის შეფასებისა, ყურადღება უნდა გაამახვილოთ კომპლექსის მდებარეობაზეც, ბუნებასთან სიახლოვესა და ეზოს გამწვანებაზე, რათა თქვენი ყოველდღიურობა უფრო სასიამოვნო და ჰარმონიული იყოს.

ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“ აკმაყოფილებს. ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე, მაცხოვრებლებს ქალაქის ცენტრში, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, მაღალი ხარისხის, უახლესი სტანდარტების საცხოვრებელს სთავაზობს, რომელიც უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ბინადრებისთვის მშვიდ, დაცულ და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

საშიშია თუ არა მიკროტალღური ღუმელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

MDF-ის მასალის სახეობები და მისი ღირებულება ქართულ ბაზარზე