სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, 2023 წელს აშენდა და სინგაპურში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 1871 კვადრატული მეტრია, მოიცავს რამდენიმე აუზს, რეკრეაციულ სივრცეებს, ტერასებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მრავალფეროვან ბაღებს, რომლებიც ენდემური მცენარეებით არის მდიდარი.
პროექტი ჩაფიქრებული იყო როგორც საოჯახო სახლი, რომელიც გარშემორტყმული იქნებოდა დიდი ბაღითა და ხანდაზმული ხეებით, რომლებიც უკვე წლებია ამ ტერიტორიაზე იზრდება. სახლი შექმნილია პასიური გაგრილების ზონებით, დიდი სახურავებითა და მზისა და წვიმისგან დამცავი პანელებით, რაც აუცილებელია სინგაპურის ცხელი და ნოტიო კლიმატისთვის. თითოეული სივრცე მჭიდროდ არის დაკავშირებული სახლის ირგვლივ არსებულ მწვანე სივრცეებთან, რაც ქმნის ჰარმონიულ გადასვლას ინტერიერსა და ექსტერიერს შორის.
პროექტის თითოეული ზონა აღჭურვილია ჯვარედინი ვენტილაციის სისტემით და მაქსიმალურადაა შემცირებული კედლების რაოდენობა, რათა სინგაპურის რბილი ჰაერი და ჰავა ოთახებში მარტივად გადაადგილდეს. სახურავები უზრუნველყოფს იმას, რომ ცხელი ტემპერატურის პირობებში სახლმა სიგრილე და ცივი ჰაერი შეინარჩუნოს. ისინი დაფარულია მზის პანელებით, რომლებიც აგროვებენ და ანაწილებენ სივრცეს მთელი დღის განმავლობაში.
ასეთი დიდი საცხოვრებლისთვის მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ თითოეული ადამიანის კომფორტი და ინდივიდუალური სივრცეები მაქსიმალურად ყოფილიყო ათვისებული. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს საერთო ოთახებსაც, სადაც ოჯახის წევრებს შეკრებისა და დროის ერთად გატარების შესაძლებლობა აქვთ.
არქიტექტურული სტუდია: Guz Architects
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”