Made By Hand დანიური ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა ადგილობრივი ხელოსნების მიერ შექმნილი ინოვაციური და გამძლე დიზაინ ობიექტების განვითარების მიზნით და მის შესახებ დანიის საზღვრებს გარეთაც მალევე გახდა ცნობილი. ბრენდი ხელმძღვანელობს ბუნებრივი მასალითა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით და გვთავაზობს დახვეწილ, გამორჩეულ კოლექციებს სახლისა და ოფისის ინტერიერისთვის.
Made by Hand არის კრეატიული სივრცე და პლატფორმა ინსპირაციული პროექტებისთვის, რომლებიც იქმნება არქიტექტორების, დიზაინერებისა და მომხმარებლების მჭიდრო თანამშრომლობით. ბრენდი ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, რომლებსაც საცხოვრებელში ინდივიდუალიზმის შექმნა სურთ. Made by Hand-ის მთავარი მიზანი ისეთი პროდუქციის შექმნაა, რომელიც უძლებს დროსა და გარემო პირობებს და გამოირჩევა მრავალფეროვანი გარეგნული თვისებებით.
სასიამოვნო სიახლეა ის ფაქტი, რომ Made by Hand-ის მიერ შექმნილი სანათების კოლექცია ახლა უკვე საქართველოში, ექსკლუზიურად “დილაითის” ციფრულ პლატფორმასა და შოურუმებში იქნება შესაძლებელი, სადაც რჩეული პროდუქტების სრული კატალოგი იქნება წარმოდგენილი.
„დილაითი“ თანამედროვე სანათების შოურუმია, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ ხაზის სანათებს და განათების მიმართულებით სრულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის მიზანი მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქციის შეთავაზებაა, რომელიც ხარისხსა და თითოეული სანათის უნიკალურობაზეა ორიენტირებული.
შეგახსენებთ, რომ „დილაითის“ შოურუმში, ყაზბეგის გამზირის #25-ში მდებარეობს. Made by Hand-ის სრული კოლექციის დათვალიერება კი კომპანიის ვებ გვერდზეა შესაძლებელი.