XVI საუკუნეში შექმნილი პროექტი, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 430 კვადრატული მეტრია, 2021 წელს განახლდა. სახლი აშენდა ტყის შუაგულში, თვალწარმტაცი ხედებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე.
საბიუჯეტო შეზღუდვების გათვალისწინებით, მთავარი აქცენტი სახლის სამხრეთ ნაწილზე გაკეთდა და შემოიფარგლა მინიმალური ცვლილებებით, რომლებმაც პროექტი რადიკალურად გარდაქმნეს და დააახლოვეს ლანდშაფტთან. ამას გარდა, დაემატა ახალი ოთახები და ღია სივრცეები გადაკეთდა საცხოვრებელ ნაწილებად.
პროექტი ორგანიზებულია მისაღები ოთახის ირგვლივ. პირველ სართულზე განთავსებულია ტერასა, რომელსაც რვა შესასვლელი კარი აქვს. ენერგოეფექტური გარემოს შექმნის მიზნით, ზამთრის პერიოდში სახლის მხოლოდ მცირე ნაწილი, კონკრეტულად კი მისაღები სივრცე თბება.
არქიტექტურული სტუდია: Plan Común
ფოტოები: Maxime Verret
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”