in

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელი კომპლექსი მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად?

საცხოვრებელი კომპლექსის შერჩევისას არა მხოლოდ მასალებს, მშენებლობას, ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურას ექცევა ყურადღება, არამედ იმ ერთი შეხედვით მეორეხარისხოვან ფაქტორებსაც, რომლებიც საბოლოო ჯამში, ჩვენი ცხოვრების ხარისხსა და კეთილდღეობას განსაზღვრავს. ცხადია, მშენებლობაში უმთავრესი ხარისხიანი მასალები, უსაფრთხოების ნორმები და ენერგოეფექტურობაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის დამატებითი დეტალებიც, როგორიცაა გამწვანება, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა, სპორტული დარბაზები თუ დაცული ავტოსადგომები, რომელთა უგულებელყოფაც დაუშვებელია, რადგან ისინი ჩვენი ყოველდღიურობისა და სრულფასოვანი ცხოვრების მნიშვნელოვანი და აუცილებელი ასპექტებია.

სასურველია, საცხოვრებელი აკმაყოფილებდეს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც ჩვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის. მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, კომერციული ობიექტების სიახლოვე, რეკრეაციული ზონები და დასასვენებელი ადგილები. ეს ის სტანდარტია, რასაც თანამედროვე, მაღალი კლასის შენობა უნდა გვთავაზობდეს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ფაქტორებსა და მახასიათებლებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებსაც თანამედროვე, ხარისხიანი საცხოვრებელი კომპლექსი უნდა მოიცავდეს.

სპორტ დარბაზი და სავარჯიშო სივრცე — ჯანსაღი ცხოვრების წესი თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალზედ მოსახერხებელი და კომფორტულია, როდესაც ასეთი ზონები თავად კომპლექსშია მოქცეული და მაცხოვრებლებს დამატებით სახლიდან გასვლა აღარ უხდებათ. ეს კი გაცილებით ამსუბუქებს ყოველდღიურობას და დროისა და ენერგიის დანახარჯს ამცირებს. შესაბამისად, მაცხოვრებელთა უმეტესობა ისეთ დეველოპერულ შენობებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც ხარისხიანი ცხოვრებისათვის ყველა საჭირო პირობას ერთ კომპლექსში უზრუნველყოფს.

საერთო დასასვენებელი სივრცე  — ისეთი ჩქარი ცხოვრების ტემპში, როგორშიც დღეს ვცხოვრობთ ადამიანური, ცოცხალი ურთიერთობები ძალიან მცირდება, რაც სოციალური ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აუარესებს. ამიტომ უმჯობესია საცხოვრებელი კომპლექსები ისეთ დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს გვთავაზობდეს, სადაც მაცხოვრებლები ერთად შეკრებას, ერთმანეთის გაცნობას, ერთად ფეხბურთისა და სხვა სანახაობის ყურებას შეძლებდნენ, რაც ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს გახდის.

ავტოსადგომი მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის —  დღეს თბილისში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საცობები და საპარკინგო ზონების სიმცირეა, რაც მანქანით მოსიარულეებს არაერთ უსიამოვნებას უქმნის. ამიტომ, საცხოვრებლის შერჩევისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ეზოში რამდენადაა გათვალისწინებული  ავტოსადგომი, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი სტუმრებისთვის, რადგან მომავალში ეს მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს.

რეკრეაციული ზონები და გამწვანება — გახსოვდეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ეზო, ხედი და გარე სივრცე, რომელშიც დიდი დროის გატარება მოგიწევთ. ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად კი უმჯობესია, წინასწარ იფიქროთ ექსტერიერის გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების არსებობაზე და ბინა სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეარჩიოთ, რათა თქვენ და თქვენს შვილებს ბედნიერი და მშვიდი ცხოვრებისთვის სრულფასოვანი გარემო-პირობები გქონდეთ.

ზემოთ აღნიშნულ სტანდარტებს თანამედროვე ქართულ ბაზარზე  პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“ აკმაყოფილებს, რომელიც მაცხოვრებლებს კერძო და სტუმრებისათვის განკუთვნილ ავტოსადგომებს, კეთილმოწყობილ რეკრეაციულ და გასართობ ზონებს, თავშეყრისთვის სასიამოვნო ლაუნჯ სივრცესა და სპორტულ დარბაზს  სთავაზობს. შესაბამისად, ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტი, რომელიც ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს, სრულფასოვანი, ხარისხიანი და თანამედროვე ცხოვრებისთვის ყველა საჭირო პირობას ქმნის.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

ავტორი: მეკო მეტრეველი

რატომ არის საჭირო მარილი ჭურჭლის სარეცხის მანქანისთვის და რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ ის?

HECTOR Bookshelf – ბელგიელი დიზაინერის მიერ შექმნილი სათავსო სისტემა