Amira-ს სახელით ცნობილი აპარტამენტი, რომელიც მექსიკაში 2022 წელს აშენდა, 31800 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული და ის ქალაქ კერეტაროს გადაჰყურებს. პროექტის შექმნის პროცესში მთავარი მიზანი არქიტექტურასა და ქალაქს შორის ფუნდამენტური კავშირის პოვნა და ათვისება იყო.
სტრატეგიული მდებარეობა ითვალისწინებს მის სიახლოვეს საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ცენტრებთან, სასტუმროებთან, საცხოვრებელ კომპლექსებთან და ასე შემდეგ. პროექტი შედგება 126 საცხოვრებლისგან, რომლებიც ორგანიზებულია სხვადასხვა ბლოკებში და უზრუნველყოფილია ბუნებრივი განათებითა და ვენტელაციით.
აპარტამენტის კონფიგურაცია საშუალებას აძლევს თითოეულ ბინას, რომ ჰქონდეს კეთილმოწყობილი სივრცე და ტერასები, რომლებიც მინის კედლებით არის გარშემორტყმული. უკანა ფასადი ძირითადად მიმართულია სათამაშო მოედნისკენ, ხოლო მთავარი ფასადი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, რათა ადამიანებმა ტერასებიდან ქალაქის ხედებით ტკბობა შეძლონ.
არქიტექტურული სტუდია: Archetonic
ფოტოები: Rafael Gamo
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”