სილქ როუდ ჯგუფმა მწვანე კონცხი “ბოტანიკოს” გარემოზე, ინტერიერსა და სხვა დეტალებზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ,რომლის მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება,ბათუმიდან სულ რაღაც 9 კილომეტრის მოშორებით, რაც მის დამსვენებლებს საშუალებას მისცემს, საღამოები მშვიდ გარემოში გაატარონ, გასართობად კი ქალაქს მიაშურონ.
„ბოტანიკოს“ მისი უნიკალური ადგილმდებარეობა გამოარჩევს, თუმცა მისი არქიტექტურული პროექტის ავტორები სტუდია „მულტივერს არქიტექტურადან“ რამდენიმე სირთულის წინაშე დადგნენ-მათ უნდა აეგოთ ისეთი კომპლექსი, რომელიც ჰარმონიულად შეესაბამებოდა ბათუმის ასწლოვან, უნიკალურ ბოტანიკურ ბაღს და პატივი ეცა მისი ძველი დაგეგმარებისათვის. „მულტივერს არქიტექტურის“ დამფუძნებლის, დევი ქიტუაშვილის თქმით, „ბოტანიკოს“ შენობები ისეა განთავსებული, რომ არ არღვევს მწვანე კონცხის კიბეებსა და ბილიკებს, რაც ასეთი განუყრელია ამ ადგილისთვის. შედეგად, „ბოტანიკო“ სავსებით ერგება ამ გარემოს და სრულად იმეორებს თავდაპირველი გენერალური გეგმის კონტურებს.
მწვანე კონცხი „ბოტანიკო“ ორი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება, რომლებშიც სულ 81 ბინაა განთავსებული. შენობები ისეა დაპროექტებული, რომ თითო სართულზე მხოლოდ 7 ბინაა, რაც სიმშვიდესა და კომფორტს მაქსიმალურად ზრდის. ბინების 20-30 პროცენტი ეთმობა ტერასებს, საიდანაც შავი ზღვის პანორამული ხედებია გადაშლილი. ბინები მათ მფლობელებს სრული რემონტით ბარდება.
საცხოვრებელი კომპლექსი „ბოტანიკოს“ ინფრასქტრუქტურა მაქსიმალურადაა გათვლილი დამსვენებლების სიამოვნებასა და კმაყოფილებაზე. აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი სარელაქსაციო და სავარჯიშო დარბაზები, საცურაო აუზი, რესტორანი ბარით. ამ ყველაფერთან ერთად, კომპლექსთან ახლოს მდებარე სანაპირო და ტყე იდეალურია ოჯახთან, მეგობრებთან თუ სხვა საყვარელ ადამიანებთან ერთად სეირნობისთვის, პიკნიკების მოწყობისა თუ განტვირთვის. სუბტროპიკული სიმწვანით დასატკბობად „ბოტანიკოს“ პროქტი ითვალისწინებს საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებსაც.