in

ვიქტორიანული სტილიდან თანამედროვე საცხოვრებლად გადაკეთებული სახლი ინგლისში

Banner M2
Banner M2

ამ სახლის მფლობელი წყვილისთვის პრიორიტეტული იყო ისეთ გარემოში ცხოვრება, რომელიც მათ სიმყუდროვეს მაქსიმალურად უზრუნველყოფდა და ამავდროულად გასართობი სივრცეც ექნებოდა. სახლის პროექტზე თანამედროვე ინტერიერის დიზაინერებმა იმუშავეს, რომლებმაც ვიქტორიანული სტილის საცხოვრებელი ფუნქციურ და კომფორტით უზრუნველყოფილ სახლად აქციეს.

დიზაინერის მთავარი გამოწვევა სახლისთვის ხასიათის შექმნა იყო, რომელიც მეპატრონეების სურვილებსა და გემოვნებას იქნებოდა მორგებული. ეს ნიშნავდა ფერების, შუა საუკუნეების ქსოვილებისა და ნეიტრალურად შერწყმული ნიმუშების დელიკატურად დაბალანსებას. წყვილს ძალიან ცოტა ავეჯი ჰქონდა, ამიტომ ახალი ავეჯის უმეტესი ნაწილი სახლის შეძენის შემდეგ, ბაზრობებსა და სხვადასხვა ბრენდების შოუ რუმებში აღმოაჩინეს.

პირველ სართულზე მისაღები ოთახია, რომელიც ქუჩის მხარეს არის მიმართული და განკუთვნილია ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად და სტუმრების მისაღებად. აქ ვხვდებით Rose Uniacke-ს დივანს სავარძლებს, ხოლო ყავის მაგიდა 1970-იანი წლების დიზაინის მიხედვით არის შექმნილი.

ღია გეგმარირების მქონე სამზარეულოში ნათელი ფერებია გამოყენებული, რომლებიც მინიმალისტურ სტილს ქმნის, უკანა ნაწილში კი სასადილო სივრცეს ვხვდებით. სამზარეულო სახლის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ  მხიარულ ფერებს ამ ნაწილშიც ვხვდებით. დამატებითი განწყობა სამზარეულოში კედელზე ჩამოკიდებულ დეკორატიულ ფირფიტებსა და Bianco Rhino-ს მარმარილოს პანელებს შემოაქვს.

სახლის ზედა სართულზე განთავსებულია ერთი საძინებელი და ორი პატარა სასტუმრო ოთახი, ხოლო მთავარი საძინებელი პირველ სართულზეა, რომელსაც აქვს საკუთარი აბაზანა ნაზი, ცისფერი კედლებით. აქვეა Beata Heuman-ის “ფლორენციული ყვავილებით” მორთული ფარდებიც.

პატარა აბაზანაში, რომელიც სტუმრებისთვის არის განკუთვნილი, Gucci-ს შპალერია გაკრული, თანამედროვე სარკე Graham & Green-ის გამორჩეული კოლექციიდანაა. ძირითადი სააბაზანო აერთიანებს ტრადიციულ და კლასიკურ სტილს, კერამიკული ფილები კი აბაზანას თანამედროვე შტრიხებს მატებს.

7 ფერი, რომელიც მცირე ზომის ოთახის ვიზუალურად გაზრდაში დაგეხმარებათ

სასადილო მაგიდა სკანდინავიური ესთეტიკით – რამდენიმე შთამაგონებელი იდეა თქვენი სახლისთვის