in

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტი ათენში – ArchitectScripta-ს ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

შენობა, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, საბერძნეთში, კერძოდ კი ათენში მდებარეობს, 2023 წელს აშენდა და მისი საერთო ფართობი 1000 კვადრატული მეტრია. ის Butterfly Residential Building – ის სახელით არის ცნობილი. ArchitectScripta არის არქიტექტურული სტუდია, რომელიც საკუთარ პროექტებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აცოცხლებს და ბაზარზე ავრცელებს. BUTTERFLY ერთ-ერთი ასეთი პროექტია, რომელიც მოიცავს ხუთსართულიან საცხოვრებელ კომპლექსს ქალაქ ათენის გარეუბანში, ცხრა აპარტამენტით. შენობა დგას უცნაური “დანამატის” სახით, რომელიც თითქოს ამ უბანს საერთოდ არ ეკუთვნის, რადგან სხვა დანარჩენი შენობებისგან ძალიან განსხვავდება.

Butterfly ხელახლა ავითარებს ურბანულ სტილს ქალაქში, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და მოქმედებებს, რომლებიც ათენის მოსახლეობისთვის ძალიან მიმზიდველია. არქიტექტურული მიდგომა ძირითადად ეფუძნება ფორმალურ კვლევას ანიმაციური პროგრამული უზრუნველყოფის და ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა დამუშავების ფუნქციების გამოყენებით. პროგრამები ფოკუსირებულია სუფთა ავტონომიურ ფორმაზე და იყენებს სიმეტრიებს გეომეტრიული წესებისა და სისტემების შესადგენად.

პროექტის კონცეფცია დაფუძნებულია დინამიკური ხედების ძლიერ ნარატივზე, მნახველებისა და ბუნების ინტენსიური ურთიერთქმედების მოტივით. მომხმარებლის სივრცითი გამოცდილება განისაზღვრება ფორმის სახით, რომელიც ექსტერიერს ზუსტად მიჰყვება. რაც შეეხება ინტერიერს, ის ზუსტად არის მორგებული მეზობელი შენობების სტილსა და გემოვნებას.

ღამით კომპლექსის ფასადზე განთავსებული ზოლების მსგავსი დანამატები ანათებენ და ქალაქს მის არსებობას ახსენებენ. სამშენებლო ტექნოლოგია მიჰყვება გადამუშავებად მასალებს და მთლიანად პროექტი ეფუძნება ბიოკლიმატური დიზაინის პრინციპებს.

არქიტექტურული სტუდია: architectScripta

ფოტოები: Erieta Attali

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

იატაკი თუ კედლები – როგორია რემონტის თანმიმდევრობა?

ბინა ვერანდით ჭავჭავაძის გამზირზე