in

7 ფერი, რომელიც მცირე ზომის ოთახის ვიზუალურად გაზრდაში დაგეხმარებათ

დიზაინერები ხშირად გვასწავლიან, რომ თეთრი და კრემისფერი ჩრდილები ხელს უწყობს ოთახის ვიზუალურად გადიდებას, თუმცა ამაში მხოლოდ ეს ორი ფერი არ დაგეხმარებათ. ხშირად მცირე ზომის ოთახის მოწყობის დროს გვსურს სივრცე უფრო დიდი გამოჩნდეს და ავეჯითა თუ სხვა ნივთებით არ გადაიტვირთოს, რაშიც ყველაზე უკეთ ფერები გვეხმარებიან. დღევანდელ სტატიაში გიამბობთ 7 ფერის შესახებ, რომელთა გამოყენებაც თქვენს სივრცეს ვიზუალურად უფრო ნათელსა და დიდს გახდის.

იისფერი

გარდა იმისა რომ იისფერი ძალიან დახვეწილი და ტრენდული ფერია, მისი გამოყენებით სივრცის ვიზუალური გადიდება ძალიან მარტივია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ ფერის გამოყენება დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რათა ინტერიერი არ გადაიტვირთოს.

ლურჯი

ლურჯი ფერი პატარა ოთახში დახვეწილ ხასიათს აღძრავს, ხოლო თუ ავეჯს დიდი რაოდენობით არ გამოიყენებთ ინტერიერი, არ გადაიტვირთება და სივრცეც უფრო ვრცელი და ელეგანტური გახდება.

ნაცრისფერი

ეს ფერი დიდი ხანია სკანდინავიურ ინტერიერში აქტიურად გამოიყენება, მაგრამ იისფრის მსგავსად, ისიც ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. შეგიძლიათ შეღებოთ კედლების ნაწილი, მთლიანი კედელი ან დაამატოთ ოთახში დეკორაციების სახით.

აკვამარინი

აკვამარინი ლურჯ-მწვანე ფერია, რომელიც სახლში ზღვის შეგრძნებებს აღვიძებს. ეს ფერი საკმაოდ კლასიკურად გამოიყურება და მისი გამოყენება სწორედ მცირე ზომის ოთახებშია რეკომენდებული. განსაკუთრებით უხდება თეთრსა და შავ ფერებს.

ყავისფერი

ყავისფერის გამოყენებით პატარა ოთახს სიმყუდროვესა და კომფორტს შემატებთ. დიზაინერები გვირჩევენ ამ ფერით მინიმალისტური ინტერიერის შექმნას, რომელიც, სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ფერების მსგავსად, თქვენს სახლს ან ოთახს ვიზუალურად გაადიდებს.

ყვითელი

არც თუ ისე კაშკაშა და მკვეთრი ყვითელი ფერი იდეალურია მცირე ზომის ოთახის გასაფორმებლად. ის ინტერიერს შემატებს სინათლეს და გააფართოებს მას.

ცისფერი

იდეალური ფერია პატარა ზომის საძინებლისთვის. ცისფრის ცივი ჩრდილები ხელს უწყობს დამამშვიდებელი ეფექტის შექმნას, ხოლო სივრცეს მყუდროებას ანიჭებს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

კრემისფერ ტონებში გადაწყვეტილი ბინა ყიფშიძის ქუჩაზე — სტუდია „Allora Design“-ის ნამუშევარი

ვიქტორიანული სტილიდან თანამედროვე საცხოვრებლად გადაკეთებული სახლი ინგლისში