პროექტი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, 2021 წელს ტაილანდში შეიქმნა და ის Arbour Hotel and Residence Pattaya-ს სახელით არის ცნობილი. მისი საერთო ფართობი 14412 კვადრატული მეტრია.
23 სართულიანი შენობა გარშემორტყმულია შედარებით მცირე ზომის შენობებით. დიზაინის მთავარი კონცეფცია იყო ბუნების ინტეგრირება ურბანულ გარემოში, ისე, რომ რემონტისა და მშენებლობის პროცესში მიმდებარედ არსებული შენობების მაცხოვრებლების სიმყუდროვე არ დარღვეულიყო.
მშენებლობის პროცესში მინიმუმამდე იყო დაყვანილი ხმაური და ვიბრაცია, რომელსაც შეიძლება მეზობლები შეეწუხებინა ან მათი პირადი სივრცე დაერღვია. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე კი კომფორტული გარემო უკვე უშუალოდ პროექტის მაცხოვრებლებისთვის შეიქმნა, ქარის, მზის შუქის და სხვა გარემო პირობების შემაწუხებელი გავლენის თავიდან ასარიდებლად.
შენობის შიგნით არსებული სიმწვანე უზრუნველყოფს პროექტისა და ბუნების ურთიერთქმედებას, ხოლო ფასადი – ვერტიკალურ სივრცეებს, რომლებიც ურბანულ ესთეტიკას აუმჯობესებენ. ასევე ფასადის ნაწილი შექმნილია ისეთი მასალით, რომელიც სრულად იცავს პროექტის მაცხოვრებლების კონფიდენციალურობასა და ინდივიდუალურ სივრცეებს.
არქიტექტურული სტუდია: Architects 49
ფოტოები: Nattakit Jeerapatmaitree
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”