in

ვინტაჟური ბინა სტოკჰოლმში

Banner M2
Banner M2

სკანდინავიური სტილის ინტერიერი უფრო მეტია, ვიდრე ნათელი ფერები, თეთრი აქცენტები და მონოქრომული ავეჯი. შვედებს მოსწონს მინიმალიზმი, თუმცა დახვეწილი და ელეგანტური გარემო, რაც კარგად აისახება მათ მიერ შექმნილ სტილშიც. სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ სწორედ შვედეთში, კერძოდ სტოკჰოლმში მდებარეობს და სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელ ელემენტებს იდეალურად აერთიანებს.

სამ-ოთახიანი ბინა 1909 წელს აშენდა და თუ მას კარგად დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ მეპატრონეს ძალიან მოსწონს ისტორიული აქცენტები, რომლებიც საცხოვრებლის ხასიათშიც აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერი გარკვეულწილად გადაკეთდა, პირვანდელი დეტალები მაქსიმალურად არის შენარჩუნებული.

მისაღები ოთახი პროექტის ცენტრია, რომელსაც ორი დიდი ფანჯარა ავსებს. სახლი სინათლეს ძირითადად სწორედ ამ ფანჯრებიდან იღებს. აქვე ვხვდებით მუქი ხის იატაკს, რომელიც ოთახს მყუდრო ელფერებს მატებს და შეხამებულია ხალიჩებისა და სხვადასხვა დეკორაციების ფერებთან.

სამზარეულოს და მისაღებ ოთახს ერთმანეთისგან კედელი არ გამოჰყოფს რათა სახლში მეტი სივრცე გაჩნდეს. ეს ორი ნაწილი ერთმანეთისგან საუზმისთვის განკუთვნილი ბარით არის გამოყოფილი. ფილების სახით შინდისფერი ფილები არის შერჩეული, ხოლო ავეჯის დიდი ნაწილი კაკლის ხისგანაა დამზადებული.

რაც შეეხება საძინებელს, აქ კედლებზე Sandberg “Ava” wallpaper -ის შპალერია გაკრული, რაც მთლიანობაში ოთახის ხასიათს ქმნის. დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ საძინებელში აქცენტი ლურჯ ფერებზე გაკეთებულიყო, რაც არა მხოლოდ შპალერში, არამედ გადასაფარებლებსა და სხვა ნივთების ფერებშიც აისახება.

იმის გამო, რომ თავდაპირველად პროექტს დიდი საძინებელი ჰქონდა, ახლა ის ორად არის გაყოფილი. მეორე მათგანი შედარებით პატარაა და თეთრი კარადები ამშვენებს.

სააბაზანო სახლის კიდევ ერთი მყუდრო ნაწილია, სადაც სითბოს ელფერები შპალერის მოწითალო ფერს შემოაქვს.

სახლს აქვს პატარა გარე სივრცეც, სადაც დასვენება და მეგობრებთან ერთად დროის გატარება არის შესაძლებელი.

რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ საძინებელი ოთახის მოსაწყობად?

შემოსასვლელის კარადა – იდეები შთაგონებისთვის