Eames Plastic Armchair ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სკამის დიზაინია, რომელიც 1950 წელს ჩარლზ და რეი იმსების მიერ შეიქმნა. სკამების შეხამება მარტივადაა შესაძლებელი მაგიდებთან, დივნებთან და სხვა სასურველ ავეჯთან. ხის ბაზისა და პლასტმასის ურთიერთქმედება შესანიშნავ კონტრასტს ქმნის, რის ხარჯზეც უკვე წლებია სკამი პოპულარობას არ კარგავს.
თავდაპირველად ეს დიზაინი ხელმისაწვდომი და მასობრივი ავეჯის საერთაშორისო კონკურსისთვის შეიქმნა, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აფინანსებდა და კონცენტრირებული იყო ომის შემდგომი პერიოდისთვის საცხოვრებლად აუცილებელი პროდუქციის შექმნაზე. სკამი კომფორტული და ბიუჯეტური უნდა ყოფილიყო, რაიმე ისეთი, რაც ადამიანებში ინტერესს მაქსიმალურად სწრაფად აღძრავდა.
იმსებმა საკუთარი დიზაინი რამდენიმე ფერსა და მასალაში დახატეს, მათ შორის იყო ლითონისა და ხის ბაზები. პლასტმასის ბოჭკოვანი მოდელი დღეს ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. შეიძლება ითქვას, რომ იმსების შემოქმედებიდან Eames Plastic Armchair ყველაზე ახლოსაა იდეალურობასთან. როგორც თავად ამბობდნენ, პლასტმასის გამოყენებას ავეჯში რამდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორის ელასტიკურობა, სასიამოვნო ტექსტურა და სტატიკური სიმყარე, ეს ყოველივე კი აისახება დაბალ ღირებულებასა და ხელმისაწვდომობაში.
მასალა, რომელიც Zenaloy-ს სახელით არის ცნობილი, პირველად აშშ-ს არმიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა. მისი გამოყენებით კი რეი და ჩარლზ იმსებმა თანამედროვე სკამის პროტოტიპი გამოიგონეს. სკამები მზადდება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და ცოდნას. ძირითადი პროცესი მოიცავს მინაბოჭკოვანი მასალის ფორმირებას ლითონის ფორმებით. ეს სკამი არის პირველი პლასტმასის სკამის მოდელი, რომლის ზედაპირი დაუფარავი დარჩა და არ გადაეკრა ტყავი ან რაიმე სხვა სახის მასალა.
მოგვიანებით, იმსების შემოქმედებით Herman Miller-ის ბრენდი დაინტერესდა, რომელმაც კომპანია Vitra-ს თანამშრომლობა შესთავაზა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ორი ბრენდი შეთანხმებულად აწარმოებდა სკამებს, 1984 წელს კი მათი პარტნიორობა ორმხრივი თანხმობით შეწყდა და Vitra-მ დიზაინზე ოფიციალურად მიიღო უფლებები.
სკამები ჯერ კიდევ „ჰერმან მილერისა“ და „ვიტრას“ წარმოებაშია, თუმცა ორივე მათგანი სხვადასხვა მასალას იყენებს. 1993 წელს Vitra-მ შეწყვიტა მინაბოჭკოვანი ჭურვების წარმოება ეკოლოგიური მიზეზების გამო, თუმცა მოგვიანებით მისი ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა შეიქმნა. Herman Mille-ი წარმოებისთვის პოლიპროპილენის მასალას იყენებს, რომელიც ასევე ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებად პროდუქტს ქმნის.
Eamest Plastic Chair დღემდე ხელმისაწვდომია და ათეულობით წლების განმავლობაში კვლავ გამოიყენება ყველაზე ცნობილი ინტერიერის დიზაინერების მიერ. მისი ღირებულება დაახლოებით 500$-დან იწყება, თუმცა ბაზარზე ასევე შეხვდებით ბევრად უფრო ძვირადღირებულ მოდელებსაც.