საძინებელში დახვეწილი ინტერიერის დიზაინის შექმნა შესაბამის ავეჯს საჭიროებს, თუმცა დიზაინერები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სახლის ამ ნაწილში გადატვირთული ავეჯი საჭირო სულაც არ არის და სასურველი შედეგის მიღება მხოლოდ შესაბამისი საწოლის გამოყენებითაც შეიძლება. საწოლს ოთახში ინდივიდუალიზმისა და განსაკუთრებული განწყობების შექმნის უნარი გააჩნია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის სწორად არის დაბალანსებული სხვა დეტალებთან.
მაგალითად, შედარებით თეთრი, ნეიტრალური ფერის საწოლებს დიზაინერები სკანდინავიური სტილის შექმნისთვის იყენებენ, კონტრასტულ ტონალობებში გადაწყვეტილი ავეჯი კი უფრო თამამ, თუმცა საინტერესო და მხიარულ საძინებელ სივრცეს ქმნის. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო იდეას გიზიარებთ, რომელთა შორის აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენთვის სასურველ დიზაინს შთაგონებისთვის.