in

9 მარტივი წესი დიზაინში, რომელიც თანამედროვე ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ

არსებობს გავრცელებული მცდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თანამედროვე ინტერიერი მარტივსა და მოსაწყენს ნიშნავს, მაგრამ ეს ასე არ არის. თანამედროვე დეკორში უკვე დიდი ხანია დაბრუნდა ფერადი პალიტრები, მრავალფუნქციური ავეჯი და ლამაზი დეტალები. როდესაც სახლის მოწყობაზე ვფიქრობთ, უნდა გავითვალისწინოთ გამარტივებული აქცენტები და მასალა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გსურთ რომ თქვენი საცხოვრებელი მდიდრულად გამოიყურებოდეს.

თანამედროვე ტენდენციებს შეუძლიათ მკაფიო განაცხადების გაკეთება, თუმცა კარგი დიზაინი დამოკიდებულია სწორი მასალის გამოყენებასა და ფერთა პალიტრის დაბალანსებაზე, რაც ძველისა და ახლის ეფექტურ შერწყმას შექმნის.

რაც უფრო ნაკლები ავეჯია სივრცეში, მით უფრო დახვეწილად ჩანს ის, ამიტომ ფრთხილად იყავით და ეცადეთ, არჩევანის გაკეთებისას საჭირო რაოდენობას არ გადააჭარბოთ. გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე დიზაინი ხშირად მკვეთრ და კონტრასტულ ფერებთანაც ასოცირდება, ამიტომ აუცილებელია მისი დათბობა და შეხამება ტექსტურირებულ ავეჯსა და განათებასთან. ნუ შეგეშინდებათ თამამი გადაწყვეტილების მიღების და გააკეთეთ არჩევანი ნათელ ფერებსა და ავეჯზე, რომლებიც სახლში ინდივიდუალიზმის შეგრძნებებს აღძრავენ.

დღევანდელ სტატიაში დიზაინერების მიერ შერჩეულ 9 მთავარ რეკომენდაციას გაგიზიარებთ, რომლებიც განსაკუთრებული და თანამედროვე ინტერიერის მოწყობაში დაგეხმარებათ.

1.დამალეთ განათება

დეკორატიულ სანათებს არ სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება იმისთვის, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ. ე.წ. “ჩრდილოვანი განათება” არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ფართოდ გამოიყენება დეტალებისა და ტექსტურების ხაზგასასმელად. ამ კუთხით გამოირჩევა LED განათება, რომელიც სპეციალური ლენტების დახმარებით სივრცეში განსაკუთრებულ შეგრძნებებს აღვიძებს.

2. შეარჩიეთ ფოლადის ჩარჩოები შუშის ტიხრებისთვის

დაივიწყეთ ხისა და მოსაწყენი მასალისგან შექმნილი ტიხრები და ფასადები. გამოიყენეთ ფოლადის ჩარჩოში ჩასმული მინა, რათა სამზარეულოში სივრცის შეგრძნება გაზარდოთ და ამასთან, თანამედროვე და ელეგანტური გარემო შეიქმნათ. ფოლადის ჩარჩო მინის თანხლებით არის თანამედროვე დიზაინის შესანიშნავი ტენდენცია, რომელიც შესაფერისია ნებისმიერი სტილის ინტერიერისთვის.

3. გამოიყენეთ ხელოვნების ნიმუშები

თაროებს ინტერიერში გამორჩეული და ინდივიდუალური აქცენტების შექმნის უნარი გააჩნიათ. მათ გასაფორმებლად შეგიძლიათ ფერთა პალიტრიდან მსგავსი ან პირიქით, კონტრასტული ხელოვნების ნიმუშების გამოყენება, რომლებიც შესაძლოა იყოს კერამიკული ლარნაკები ან სხვა სახის დეკორაციები.

4. დაფარეთ ტელევიზორი

ტელევიზორი მისაღებ ოთახში საყოველთაოდ გავრცელებულია, მაგრამ მისი ეკრანი დიზაინერებს ხელს უშლის იმაში, რომ ყურადღება სხვა დეტალებსა და ფერებზე გაამახვილონ, რადგან ხშირად ინტერიერში ცენტრს სწორედ შავი ტელევიზორის ეკრანი იკავებს. სწორედ ამიტომ, ყველაზე გავრცელებული გამოსავალია მისი განთავსება სპეციალურად შექმნილ სივრცეში, რომელიც თაროებით, კარადებით ან სხვა მსგავსი ხერხებით იქნება დაფარული. გაფორმებისთვის შეგიძლიათ ანტიკვარული ნივთებისა და სხვადასხვა დეკორაციების გამოყენება.

5. მოერიდეთ ღია სივრცეებს

მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცეებისთვის კომფორტის შექმნა დიდწილად პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. თანამედროვე დიზაინერები მხარს უჭერენ ყოველდღიურად საჭირო ნივთების, ავეჯისა და სხვა დეტალების მაქსიმალურად დამალვას, რათა მათ ინტერიერში ქაოსი და გადატვირთულობა არ გამოიწვიონ. მაგალითად, სამზარეულოში ჭურჭლის დაფარვა შესაძლებელია სამზარეულოს კუნძულზე განთავსებული სპეციალური კარადებითა და უჯრებით.

6. გამოიყენეთ დეკორატიული ქვის მასალა

ძვირადღირებული დეკორატიული ქვები შესანიშნავი გზაა ინტერიერში თანამედროვე ხასიათის გასაღვიძებლად. მაგალითისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარმარილოსგან შექმნილი კედლის ზედაპირები, რომლებსაც სხვა მსგავსი ფერისა და სტილის ნივთებს შეუხამებთ.

7.გამოიყენეთ თამამი ფერები

თამამი ფერების გამოყენება სივრცის გაზრდის ერთ-ერთი გზაა. ღია ფერის ტონალობებთან ერთად, სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ ისეთი მკვეთრი ფერებიც, როგორებიცაა წითელი და ნარინჯისფერი. ამასთან, თამამი ფერები თვალს საშუალებას აძლევენ წარმოიდგინონ კონკრეტული სივრცეების გაგრძელებებიც. აქედან გამომდინარე, დიზაინერები ხშირად გვირჩევენ მკვეთრი ფერების პალიტრაში თამამად დამატებას.

8. აითვისეთ არასაჭირო სივრცეები

არქიტექტურასა და დიზაინში თანამედროვე მიდგომები ყველაზე მეტად სივრცის ათვისების პრინციპებს ითვალისწინებს. მცირე ჩასაშენებელი მაგიდები, კარადები და სხვა დეტალები შესაძლოა ინტერიერში გამორჩეულ აქცენტებად იქცეს. ამას გარდა, სივრცის მაქსიმალურად ათვისება თქვენს საცხოვრებელს ბევრად უფრო კომფორტულს, ფუნქციურსა და დახვეწილს გახდის. ეს პრინციპი განსაკუთრებით ეხება ღია დაგეგმარების მქონე ბინებს.

9.გამოიყენეთ ტიხრები

ნუ შეგეშინდებათ ტიხრების გამოყენების. ისინი ფუნქციურ გამყოფ ბარიერებს ქმნიან, რის ხარჯზეც ინტერიერში სიმყუდროვისა და კომფორტის შეგრძნებები კიდევ უფრო მძაფრად ჩნდება. ხშირად მიიჩნევა, რომ ტიხრების გამოყენებით შესაძლოა ჩვენი საცხოვრებელი სივრცე ვიზუალურად შემცირდეს, თუმცა დიზაინის სწორად შერჩევის შემთხვევაში, მათ სრულიად საპირისპირო ეფექტი ექნებათ.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

ნაცრისფერ ტონებში გადაწყვეტილი თანამედროვე აპარტამენტი შვედეთში

დასაკიდი უნიტაზი — მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე