მწვანე მცენარეებით მდიდარი, მრავალფეროვანი ბაღი საგრძნობლად აუმჯობესებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას და განსაკუთრებით უხდება სახლს. ის იდეალურია ექსტერიერში გამორჩეული ხასიათების შესაქმნელად, სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს თითოეულ მნახველზე და უზრუნველყოფს ინდივიდუალური შტრიხებისა და აქცენტების შემოტანას საცხოვრებელში.
ყვავილებით სავსე დიდი ბაღი ნებისმიერი სივრცისთვის იდეალური იქნებოდა, თუმცა ხშირად ტერიტორია მხოლოდ პატარა ბაღის მოსაწყობად არის საკმარისი, რაც შესაძლოა საკმაოდ დამღლელ და რთულ პროცესად იქცეს. მცირე სივრცეების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი დიზაინი უფრო რთულია, მაგრამ შესაბამისი სტილის წინასწარ შერჩევით ამ პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ პროექტებს გაგიზიარებთ, რაც შთაგონების მიღებაში დაგეხმარებათ.