in

Vitsoe – ინოვაციური მიდგომებითა და გამორჩეული სტილით ცნობილი ავეჯის ბრენდი

Vitsoe ავეჯის ბრიტანული ბრენდია, რომლის სახელწოდებაც კომპანიის დამფუძნებლის, ნილს ვიტსუს სახელიდან მოდის. ბრენდის ისტორია ომის შემდგომ გერმანიაში იწყება, სადაც დიზაინერმა ოტო ზაპფმა მონდომებული და შრომისმოყვარე, ახალგაზრდა დიტერ რამსი გაიცნო და რამსის იდეებით მოხიბლულმა, ნილსს ახალი კომპანიის შექმნა შესთავაზა. რამსს სურდა, მის გარშემო არსებული სამყაროს სრულიად შეცვლა და ახალი ფერების, გამორჩეული დიზაინებისა და ხმაურიანი პროექტების შექმნა.

ნილს ვიტსუ

1959 წელს მათ შექმნეს ბრენდი სახელწოდებით „Vitsoe-Zapf“, რომელსაც რამსის შთამაგონებელი იდეები სისრულეში მოჰყავდა. მაგრამ 1969 წელს ზაპფმა კომპანია დატოვა, რასაც მოჰყვა სახელწოდების შეცვლაც და დღესდღეობით ის მხოლოდ Vitsoe-ს სახელით არის ცნობილი. ამავდროულად, ფრანკფურტის ცენტრში გაიხსნა ახალი შოურუმიც, რომელიც მალევე საკმაოდ ცნობილი დიზაინერებისა და ავეჯის მწარმოებლების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდა.

დიტერ რამსი

1985 წელს ნილსი და დიტერი მარკ ადამსს შეხვდნენ, რომელმაც Vitsoe-ს დიდ ბრიტანეთში შესვლა გახადა შესაძლებელი. მალევე ადამსი ბრენდის მმართველი დირექტორი გახდა და 1995 წელს კორპორაციული ოფისიც და წარმოებაც ლონდონში გადაიტანა, საიდანაც საერთაშორისო ბაზრებს შედარებით მარტივად და სწრაფად ემსახურებოდა.

2017 წელს ბრენდმა უფრო მნიშვნელოვან ადგილას, Royal Leamington spa-ში გადაინაცვლა, ინგლისის ცენტრში, სადაც დააპროექტდა მოკრძალებული, თუმცა გაფართოებადი შენობა, რომელიც დღემდე ერგება მომხმარებლებისა და ბაზრის ცვალებად სტანდარტებს.

ბრენდის პროდუქტები შექმნილია თანამედროვე პრინციპებით, რომლებიც ისეთ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, როგორიცაა მოქნილობა, ადაპტირება, გამძლეობა და, შესაბამისად, ხანგრძლივობა. ავეჯის უმეტესობა შედგება გადამუშავებადი ალუმინის, ფოლადისა და კომპოსტირებადი ხისგან, რომელიც მექანიკური სახსრებით იქმნება, ანუ არ არის შედუღებული, რათა საჭიროების შემთხვევაში, მარტივი იყოს მისი შეკეთება ან დემონტაჟი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ნივთი შექმნილია იმისთვის, რომ ის რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არსებობდეს პირვანდელ მდგომარეობაში და წარმოშვას მაქსიმალურად ნაკლები ნარჩენები.

დღეს, მზარდი საერთაშორისო გუნდისა და დიზაინერების დახმარებით, Vitsoe 80-ზე მეტ ქვეყანაში გვხვდება, რომელთა საზღვრებშიც მოწინავე პოზიციებს არ კარგავს. მის კოლექციაში არაერთ ცნობილ ავეჯს ვხვდებით, მათ შორისაა, მაგალითად, 606 Universal Shelving System, რომელიც კედელის თაროების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინია.

Vitsoe-ში ვხვდებით 621 Table-ის სახელით ცნობილ პატარა მაგიდას, რომლის განთავსებაც საწოლის, დივნის და სხვა მსგავსი ავეჯის გვერდით არის შესაძლებელი.

Vitsoe-ს მრავალფეროვან კოლექციაში კიდევ ერთ ცნობილ სავარძლის დიზაინს, 620 Chair Programme-საც ნახავთ, რომელიც განსაკუთრებით ამშვენებს მისაღები ოთახის ინტერიერს.

დღესდღეობით ბრენდი კვლავ აქტიურად აგრძელებს წარმოებას და მომხმარებელს ახალ და განახლებად პროდუქციას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ Vitsoe არ იყენებს სეზონურ ფასდაკლებებს, სანაცვლოდ კი მომხმარებელს “პატიოსან და სამართლიან” ფასს სთავაზობს.

სივრცე არქიტექტურასა და ურბანისტიკას შორის — ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

შესაძლებელია თუ არა საფარდე კარნიზის დამაგრება ჭერის მონტაჟის შემდეგ?