in

ARIOSA HV – სავენტელაციო მოწყობილობა, რომელიც სახლში ჯანსაღი ჰაერის მიმოცვლას უზრუნველყოფს

HRV სისტემები წარმოადგენს სავენტილაციო მოწყობილობას, რომელიც მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს სახლში ჯანსაღი ჰაერის მიმოცვლას შენობიდან გარეთ და პირიქით. კონტროლირებადი მექანიკური ვენტელაციის სისტემების მნიშვნელობა დაკავშირებულია როგორც ენერგოეფექტურობასთან, ასევე თანამედროვე შენობებში უსაფრთხო და ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნასთანაც. ასეთი სისტემის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი ARIOSA HV გახლავთ, რომელიც სახლში ტოტალურ კონტროლსა და აბსოლუტურ კომფორტს უზრუნველყოფს.

ARIOSA HV წარმოადგენს Valsir -ის უახლეს მოდელს სავენტილაციო სისტემების ხაზიდან. Valsir-ი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა წყალ-კანალიზაციის, სიფონური და სადრენაჟო სისტემებისა და სავენტილაციო სისტემების მიმართულებით. იგი აქტიურად გამოიყენება საზღვაო მშენებლობაში, ორიენტირებულია გარემოს დაცვაზე, ენერგოეფექტური პროდუქტების დამზადებაზე, სამშენებლო სექტორისთვის მარტივი გადაწყვეტების შეთავაზებაზე. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათი გამოცდილება და ხარისხი მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს სამშენებლო სექტორს განვითარებაში.

რაც შეეხება ARIOSA HV-ს, ის განკუთვნილია თანამედროვე საცხოვრებელი აპარტამენტებისთვის და შესაძლებელია დამონტაჟდეს, როგორც ვერტიკალურად (კედელში), ასევე ჰორიზონტალურად (ჭერში), შედეგად კი საშუალებას გაძლევთ, რომ უზრუნველყოთ ჰაერის საჭირო რაოდენობა ნებისმიერი ტიპის შენობაში. ამასთან, თბომცვლელის გეომეტრიული ფიგურა, შემადგენელი მასალა და ზომები იძლევა სითბოს მიმოცვლის უმაღლეს კოეფიციენტს.

ამ კონკრეტული მოდელის უნიკალურობას მაღალი ეფექტურობა, დაბალი დანახარჯი და უკიდურესად მოწინავე კონტროლირებადი სისტემა განსაზღვრავს. 21სმ სისქით, ის ადაპტირდება ყველაზე პატარა სივრცეებშიც კი, ხოლო სიმსუბუქე და პრაქტიკულობა მისი მონტაჟის სპეციფიკას ძალიან მარტივს ხდის. მბრუნავი კავშირების წყალობით შესაძლებელია მილების მიმართულების ადვილად ადაპტირება, მბრუნავი კავშირების წყალობით შესაძლებელია მილების მიმართულების ადვილად ადაპტირება, სწრაფი და ფუნქციონალური მონტაჟის უზრუნველყოფით, საჭირო ფიტინგების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანით. 

პროდუქტი აღჭურვილია მაღალი ხარისხის ფილტრებით, რომელთა მოწინავე ელექტრონული მართვის სისტემა მიუთითებს თუ როდის არის საჭირო ფილტრების გაწმენდის ან შეცვლისა და დასუფთავების საჭიროება. ამას გარდა, ARIOSA HV-ს გააჩნია რეგულირებადი კავშირები, რომელთა ბრუნვაც შესაძლებელს ხდის ოპტიმალური გარეგნობის მიღებასა და ყველა ტიპის ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებას.

საქართველოში ARIOSA HV-ს კომპანია „მაქსთერმის“ კატალოგებში შეხვდებით. იტალიური ბრენდის უახლოესი პროდუქცია, რომლის პრეზენტაცია 2023 წლის მარტში, ფრანკფურტის გამოფენაზე გაიმართა, „მაქსთერმის“ ექსკლუზიურ პროდუქტს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ „მაქსთერმი“ მომხმარებელს აღნშნული პროდუქტისთვის საჭირო პროექტის მომზადებას უფასოდ სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნება გამოთვლილი და დაანგარიშებული ხარისხიანი სავენტილაციო სისტემის გასამართად საჭირო პროდუქციის ჩამონათვალი – ARIOSA HV-ის აგრეგატები და დამხმარე კომპონენტები, რაზე დაყრდნობითაც, სურვილის შემთხვევაში, მოხდება მონტაჟის სამუშაოების ღირებულების დათვლაც.

ამ მოწყობილობის დასამონტაჟებლად, წინასწარი პროექტის შედგენა აუცილებელია, სწორედ ამიტომ, პროექტზე სრულ პასუხისმგებლობას “მაქსთერმის” MEP დიზაინის პროფესიონალი გუნდი იღებს.

დასაკიდი უნიტაზი — მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

დომუსი ნეა – ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსი