in

რა სარგებელი მოაქვს ჰაერის რეკუპერატორს ბინაში?

თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰაერის რეკუპერატორია, რომელიც შიდა სივრცის სიჯანსაღეზე ზრუნავს და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა. მოწყობილობის მთავარი ფუნქცია სივრცეში არსებული ნახშირორჟანგის გარეთ გატანა და ოთახში სუფთა, ტენიანი ჰაერის შემოტანაა. რეკუპერატორების გამოყენება საკმაოდ თანამედროვე ტენდენციაა და არაერთ დაწესებულებასა და ობიექტზეა დანერგილი. ბოლო პერიოდში დანადგარი გვხვდება საცხოვრებელ კომპლექსებშიც, სადაც სუფთა ჰაერი ჰერმეტულად დაცულ ოთახებში რთულად აღწევს და განიავება არ ხდება. ამგვარად, რეკუპერატორი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და აუცილებელი მოწყობილობაა, რომელიც სივრცის განიავებას ავტომატურად ახდენს და ჩვენი ჯანმრთელობის მდგრადობაზე ზრუნავს.

ჰაერის რეკუპერატორის რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აუცილებლად დაგაფიქრებთ მისი გამოყენების აუცილებლობაზე:

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და უსიამოვნო სუნისგან დაცვა — ჰაერის რეკუპერატორი სუფთა ჰაერის მუდმივ მიწოდებას და ნახშირორჟანგისა და უსიამოვნო სუნის განდევნას უზრუნველყოფს. რეკუპერაციის დროს გარეთ გასული ჰაერიდან, სპილენძის სითბოს მიმოცვლის საშუალებით, სითბოს ნაწილი ოთახში ბრუნდება, სივრციდან გასული თბილი ჰაერის ნაკადი კი  შემომავალ ცივ ჰაერს ნაწილობრივ ათბობს, ამიტომ მუშაობისას არ ხდება სითბოს გადინება და დისკომფორტის შექმნა.

ენერგოეფექტურობა — რეკუპერატორის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, სითბოს დანაკარგი მინიმუმამდეა დაყვანილი. სხვადასხვა კლიმატის პირობებში, სისტემას შეუძლია შემომავალი ჰაერი გაათბოს ან გააგრილოს, რაც სივრცეში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ეს კი  ამცირებს გათბობისა და გამაგრილებელი მოწყობილობების დატვირთვასა და კომუნალური ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა — ჰაერის მუდმივი ფილტრაცია და მავნე ნივთიერებებისა და სუნისგან ოთახის გასუფთავება ქმნის ჯანსაღ გარემოს. ჰაერის ხარისხის კონტროლი ამცირებს ალერგიების, მტვრისა და ჭუჭყის გავრცელებას, რაც ჯანმრთელობის პრობლემებისგან გვიცავს. ასევე, იდეალურ პირობებს ქმნის მათთვის, ვისაც ასთმა ან სხვა რესპირატორული დაავადებები აწუხებს და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს.

ჯანსაღი გარემოსა და სისუფთავის შენარჩუნება — რეკუპერატორის საშუალებით ჰაერის  მუდმივ გაუმჯობესებასთან ერთად, სახლში ტენიანობაც თავისთავად კონტროლდება. გარე ჰაერი შედარებით დაბალი ტენიანობით ხასიათდება, ვიდრე შიდა, ხოლო მოწყობილობა  ჰაერის ტენიანობას აბალანსებს და ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეს  კონდენსაციასა და ობის წარმოქმნასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც ამცირებს და ჰიგიენის დაცვაში გვეხმარება.

კომფორტული გამოყენება და ეკოლოგიური სისუფთავე — რეკუპერატორის გამოყენების დროს საჭირო აღარაა სახლის მუდმივი განიავება და კარ-ფანჯრის საათობით გაღება, რაც  ცივ ამინდებში დიდი დისკომფორტს ქმნის. ტექნიკა საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ის კედელზე მონტაჟდება და დისტანციურად, პულტით იმართება. ასევე, აპარატი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია და გარემოს ზიანს არ აყენებს.

ქართულ ბაზარზე, მაცხოვრებლებს  სრულიად ინოვაციური მიდგომა შესთავაზა პრემიუმ-კლასის კომპლექსმა — „ნამაი ვაკემ“, რომელმაც ყველა ბინის თითოეულ ოთახში, თანამედროვე სტანდარტების დაცვით, ჰაერის რეკუპერატორი დაამონტაჟა. ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე  მაღალი კლასის ენერგოეფექტური შენობაა, რომელიც თერმულად დაცული კედლებით, სახურავით და ჰერმეტული კარ-ფანჯრებით გამოირჩევა. შესაბამისად, ისევე, როგორც ყველა საცხოვრებელი კომპლექსი, ნაგებობა საფუძვლიან განიავებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, რეკუპერატორების დამონტაჟებით, პრემიუმ-კლასის სამშენებლო კომპანიამ საკუთარ მაცხოვრებლებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნა სრულფასოვანი და მშვიდი ცხოვრებისთვის.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

ავტორი: მეკო მეტრეველი

Stool 60 – ალვარო აალტოს მიერ შექმნილი სკამი, რომელიც საკულტო დიზაინად იქცა

ეკლექტური სახლი ქალაქგარეთ — რუსუდან ლაშხის პროექტი